USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
13 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  575

13 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 72–ე დღე (ნაკიან წლებში - 73–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 293 დღე.

დღის მოვლენები

  • 1516 : კარლ ჰაბსბურგი ესპანეთის პირველ მეფედ გამოაცხადეს.
  • 1781 : უილიამ ჰერშელმა პლანეტა ურანი აღმოაჩინა.
  • 1881 : ალექსანდრე II მოკლულ იქნა საკუთარ სასახლესთან ნასროლი ნაღმით. ივლიანეს კალენდრით 1 მარტს.
  • 1921 : მონღოლეთი ჩინეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1943 : ჰოლოკოსტი - გერმანული ჯარები ებრაული გეტოს ლიკვიდაციას ახდენენ კრაკოვში.
  • 1992 : აღმოსავლეთ თურქეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა (რიხტერის სკალა) 500-მდე ადამიანს იწირავს.
  • 1997 : ფენიქსში, არიზონა, ერთ-ერთი ყველაზე მასიურად შემჩნეული "ამო" (მოუცნობი ფრინავი ბიექტები) დაფიქსირდა.
  • 2003 : ადამიანთა ევოლუცია - იტალიაში ნაპოვნი იქნა 350.000 წლის წინანდელი ორ ფეხზე მოსიარული ადამიანის ფეხის ანაბეჭდები.
  • 2013 : რომის პაპად არგენტინელი კარდინალი ფრანცისკე აირჩიეს.
  • 2016 : ანკარის ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა.
  • 2018 : ჯინა ჰასპელი პირველი ქალია, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს.
  • 2021 :
    • ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული გარდაიცვალა და მისი თანამდებობა სამია სულუჰუმ დაიკავა.
    • საქართველოში AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინა ჩამოვიდა.

ამ დღეს დაბადებულნი

 1615 : ინოკენტი XII — რომის პაპი (1691–1700)

  • 1733 : ჟოზეფ პრისტლი — ინგლისელი ქიმიკოსი, ფილოსოფოსი
  • 1741 : იოზეფ II — საღვთო რომის იმპერატორი (1765-1790)
  • 1763 : გიიომ-მარი-ან ბრიუნი — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1781 : კარლ შინკელი — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი
  • 1782: ორესტ კიპრენსკი — რუსი მხატვარი
  • 1800 : მუსტაფა რეშიდ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე,
  • 1854 : ადოლფ ნურენი — შვედი ლინგვისტი
  • 1867 : ნარ-დოსი — სომეხი მწერალი.
  • 1880 : ოტო მაისნერი — გერმანელი პოლიტიკოსი.
  • 1894 : ბენო გორდეზიანი — ქართველი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე
  • 1908 : მაირტლ ბაჩელდერი — ამერიკელი ქიმიკოსი
  • 1908 : მიხეილ მურატოვი — რუსი გეოლოგი
  • 1913 : სერგეი მიხალკოვი — საბჭოთა და რუსი მწერალი
  • 1916 : პიერ გასკანი — ფრანგი ნოველისტი
  • 1924 : მერი დავითაშვილი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1930 : გიუნთერ უეკერი — გერმანელი მოქანდაკე
  • 1931 : ალინა აქსეონოვა — საბჭოთა და რუსი სამუზეუმო და საზოგადო მოღვაწე.
  • 1936 : ნანა მესხიძე — ქართველი მხატვარი
  • 1942 : მაყვალა ქასრაშვილი — ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო)
  • 1942 : სკეტმენ ჯონი — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1943 : გიორგი ეკიზაშვილი — ქართველი მწერალი
  • 1958 : გილერმო არიაგა — მექსიკელი კინორეჟისორი
  • 1960 : ადამ კლეიტონი — ირლანდიელი ბას-გიტარისტი
  • 1961 : ელენე მალიშევა — საბჭოთა და რუსი თერაპევტი
  • 1967 : ანდრეს ესკობარი — კოლუმბიელი ფეხბურთელი
  • 1973 : ედგარ დავიდსი — ნიდერლანდელი ფეხბურთელი.
  • 1975 : რობერტ ზირაქიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1979 : რევაზ ქემოკლიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1981 : სტივენ მაგუაიერი — შოტლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი
  • 1986 : Rykka — კანადელ-შვეიცარელი მომღერალი
  • 1989 : მარკო მარინი — გერმანელი ფეხბურთელი
  • 1989 : პიჩეს გელდოფი — ბრიტანელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მოდელი.
  • 1990 : ანტუან ვალუა-ფორტიე — კანადელი ძიუდოისტი
  • 1992 : ირაკლი ქობალია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : ჟერარდ დეულოფეუ — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1808 : კრისტიანი VII — დანიის მეფე
  • 1881 : ალექსანდრე II — რუსეთის მეფე
  • 1901 : ჰარისონი, ბენჯამინ — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1918 : კიუი, ცეზარ — რუსი კომპოზიტორი
  • 1938 : მეგრელი, დუტუ — ქართველი მწერალი და პოეტი
  • 1946 : ჰაუსჰოფერი, კარლ — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი
  • 1975 : ანდრიჩი, ივო — სერბი მწერალი
  • 1996 : კესლევსკი, ქშიშტოფ — პოლონელი კინორეჟისორი
  • 2002 : გადამერი, ჰანს-გეორგ — გერმანელი ფილოსოფოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე კასიანე
    • იოანე ბარსანოფი
    • წმინდა თეოქტირისტე
    • ლეონ კაბადოკიელი
  • აგრეთვე:
    • გრენადა: რევოლუციის დღე (1979).ა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის