USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
13 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  357

13 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 194-ე დღე (ნაკიან წლებში – 195-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 171 დღე.

 

დღის მოვლენები

1822 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ბერძნები ამარცხებენ ოსმალებს თერმოფილესთან.

1837 : ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ბუკინგების სასახლეში გადადის და მისი პირველი ბინადარი მონარქი ხდება.

1878 : ბერლინის ხელშეკრულება - ევროპის სუპერსახემწიფოები ბალკანეთის რუკას ხელახლა ხაზავენ: სერბია, მონტენეგრო და რუმინეთი ოსმანთა იმპერიისგან დამოუკიდებლები ხდებიან.

1908 : ქალები პირველად მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ შეჯიბრში.

1923 : ჰოლივუდის წარწერა ოფიციალურად გაიხსნა ჰოლივუდის მაღლობზე, ლოს-ანჯელესში. თავდაპირველად მასზე ეწერა „Hollywoodland“, თუმცა ბოლო ოთხი ასო 1949 წლის განხლებისას ჩამოაშორეს.

1942 : მეორე მსოფლიო ომი - მონტენეგროელები იწყებენ პირველ საყოველთაო აჯანყებას ევროპაში ნაცისტურ მოკავშირეთა წინააღმდეგ.

1948 : კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები შეთანხმებას აღწევენ, რასაც შედეგად ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის რანგში აყვანა მოჰყვა.

1977 : ნიუ-იორკ სიტი ბლეკაუტი - ქალაქს ელექტრონერგია გამოერთო 25 საათით, რასაც შედეგად არნახული ძარცვა და არეულობები მოჰყვა.

1985 : Live Aid მასობრივი საქველმოქმედო კონცერტები იმართება ლონდონში, ფილადელფიაში, სიდნეისა და მოსკოვში.

2000 : საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება ქართლის მოქცევის 1700 და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავი.

2002 : მეხის დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 2.000 კვ.კმ-ზე მეტი ფათობის ტყე გადაწვა ორეგონსა და ჩრდ. კალიფორნიაში. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 5 სექტემბერს მოხერხდა.

2008 : ევროკავშირისა და ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვის კავშირი შექმნეს.

2009 : ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და თურქეთი სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას დებენ ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე.

2014 : მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გერმანიის ეროვნული ნაკრები გახდა.

2016 : დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გახდა.

2021 :

ნეპალის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შერ ბაჰადურ დეუბა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

პერუს ეროვნულმა საარჩევნო კოლეგიამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად პედრო კასტილიო ოფიციალურად გამოაცხადა.

ამ დღეს დაბადებულნი

ძვ. წ. 100 : გაიუს იულიუს კეისარი — ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე

1863 : შმერლინგი, ოსკარ — ფერმწერი და გრაფიკოსი.

1888 : სანდრო შანშიაშვილი — ქართველი მწერალი (გ. 1979)

1894 : ბაბელი, ისააკ — უკრაინელი მწერალი (გ.1940)

1936 : ვაჟა აზარაშვილი — ქართველი კომპოზიტორი

1940 : სტიუარტი, პატრიკ — ამერიკელი მსახიობი

1942 : ფორდი, ჰარისონ — ამერიკელი მსახიობი

1954 : აკსუ, სეზენ — თურქი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1645 : მიხეილ I — რუსეთის ცარი.

1900 : ბახტაძე, ილია — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (დ.1859)

1951 : შონბერგი, არნოლდ — ავსტრიელი კომპოზიტორი (დ.1874)

1952 : ასპისოვი, ნიკოლოზ — საბჭოთა ოტოლარინგოლოგი. (დ.1877)

1954 : კალო, ფრიდა — მექსიკელი ფერმწერი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დინარ დედოფალი

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი – სვეტიცხოვლობა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის