USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
12 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  499

12 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 163-ე დღე (ნაკიან წლებში – 164-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 202 დღე.

დღის მოვლენები

  • 1668 : შვედეთში ქალაქ ლუნდში დაარსდა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.
  • 1815 : ბანკირ როტშილდის ინტრიგების გამო ლონდონურმა გაზეთმა „მორნინგ ქრონიკალ“-მა რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ცნობა ნაპოლეონის გამარჯვების შესახებ ვატერლოოს ბრძოლაში. როტშილდმა პანიკით ისარგებლა და იაფად შეიძინა უამრავი აქცია.
  • 1849 : ლუის ჰასლეტმა აირწინაღი დააპატენტა. 
  • 1864 : დასრულდა კოლდ-ჰარბორის ბრძოლა.
  • 1867 : შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერია.
  • 1897 : კარლ ელზენერმა დააპატენტა მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული სამხედრო დანა.
  • 1898 : გენერალმა ემილიო აგინალდომ ფილიპინების დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
  • 1920 : საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აზერბაიჯანის სსრ ხელს აწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას აღსტაფაში.
    • ოფიციალურად გაიხსნა პანამის არხი, თუმცა პირველი გემი ამ არხში 1914 წლის აგვისტოში გავიდა.
  • 1935 : მუსოლინიმ აკრძალა იტალიაში გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსი“-ს გაყიდვა იმ მიზეზით რომ გაზეთში არაობიექტურად აშუქებდნენ ფაშისტების მოღვაწეობას.
  • 1968 : საფრანგეთის მთავრობამ შემოიღო დემონსტრაციების გამართვის აკრძალვა და გააუქმა 11 სტუდენტური ორგანიზაცია.
  • 1991 : საბჭოთა კავშირში რუსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბორის ელცინი.
  • 2008 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი ბოლო ათწლეულში პირველ ფორმალურ მოლაპარაკებებს მართავენ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
  • 2016 : ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 53 ადამიანი.
  • 2017 : ქართველმა სპორტსმენმა, თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1890 : შილე, ეგონ — ავსტრიელი მხატვარი (გ.1918)
  • 1924 : ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში — აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი
  • 1941 : კორია, ჩიკ — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 816 : ლეო III — რომის პაპი
  • 1976 : ანა ჟღენტი — ქართველი თერაპევტი (დ.1895)
  • 2003 : გრეგორი პეკი — ამერიკელი მსახიობი (დ.1916)
  • 2015 : ალექსანდრე რონდელი — ქართველი პოლიტოლოგი (დ. 1942)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • რუსეთი - რუსეთის დღე
  • ბრაზილია - შეყვარებულების დღე.
  • პარაგვაი - მშვიდობის დღე
  • ფილიპინები - დამოუკიდებლობის დღე.
  • ფინეთი - ჰელსინკის დღე.
  • უკრაინა -  საფონდო ბირჟის მუშაკის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ისააკ იღუმენი
    • ნატალია და სალონე
    • წმინდა ევპლი
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის