USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
12 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

12 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 193-ე დღე (ნაკიან წლებში – 194-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 172 დღე.

დღის მოვლენები

ოსტროგის ბიბლიაWebb's First Deep Field

1580 : გამოიცა ოსტროგის ბიბლია (სურათზე) - პირველი ნაბეჭდი ბიბლია სლავურ ენაზე.

1806 : თექვსმეტი გერმანული იმპერიული მიწა გამოდის საღვთო რომის იმპერიიდან და ქმნის რაინის კონფედერაციას.

1862 : ღირსების მედალი დაწესდა აშშ-ის კონგრესის მიერ.

1933 : აშშ-ის კონგრესმა მიიღო პირველი ფედერალური მინიმალური ხელფასის კანონი: 33 ცენტი საათში.

1943 : მეორე მსოფლიო ომი - პროხოროვკის ბრძოლა - გერმანიისა და სსრკ-ის ჯარები ერთვებიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სატანკო მანევრებში.

1960 : დაარსდა ორლიონოკი - მთავარი პიონერთა ბანაკი რუსეთის ფედერაციაში.

1975 : სან-ტომე და პრინსიპმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1979 : კირიბატიმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1993 : 7,8 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ჰოკაიდოს სანაპიროსთან, იაპონიაში.

2008 : სალმან რაშდის „შუაღამის შვილები“ ბუკერის პრემიაზე მისი 40-წლიანი არსებობის განმავლობაში წარმოდგენილ საუკეთესო ნაწარმოებად აღიარეს.

2009 : ხავიერ ველასკესი პერუს პრემიერ-მინისტრი გახდა.

2010 : საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დარფურის კონფლიქტის გენოციდში დამნაშავედ ცნო.

2020 : ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.

2022 :

NASA-მ ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

შრი-ლანკაში განვითარებული მოვლენების შედეგად პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა გადადგა და ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამასინგჰე გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1596 : მიხეილ I — რუსეთის ცარი.

1790 : ჰანზემანი, დავიდ — პრუსიის პოლიტიკური მოღვაწე.

1812 : ახუნდოვი, მირზა — აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი

1884 : მოდილიანი, ამედეო — იტალიელი მხატვარი (გ.1920)

1900 : ასათიანი, ლევან — ქართველი ლიტერატურათმცოდნე

1904 : ნერუდა, პაბლო — ჩილელი პოეტი (გ.1973)

1939 : ირაკლი კვირიკაძე — ქართველი კინორეჟისორი და კინოდრამატურგი

1975 : კაი გრინი — ამერიკელი პროფესიონალი ბოდიბილდერი, მწვრთნელი, ხელოვანი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1536 : ერასმუსი — ჰოლანდიელი მწერალი, ფილოსოფოსი (დ.1466)

1979 : ბერიევი, გიორგი — ქართველი ავიაკონსტრუქტორი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

პეტრე მოციქული და პავლე მოციქული – პეტრე–პავლობა

 

აგრეთვე:

კირიბატი : დამოუკიდებლობის დღე

სან-ტომე და პრინსიპი : დამოუკიდებლობის დღე

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის