USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
12 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  3080

12 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 102-ე დღე (ნაკიან წლებში – 103-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 263 დღე.

დღის მოვლენები

  • 1802 : სიონის ტაძარში ქართულ საზოგადოებას გააცნეს რუსეთთან შეერთების მანიფესტის ტექსტი.
  • 1851 : თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.
  • 1861 : აშშ-ში დაიწყო სამოქალაქო ომი.
  • 1945 : აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი გახდა ჰარი ტრუმენი.
  • 1954 : ფინეთი და გერმანია საომარი მდგომარეობის დასასრულს ოფიციალურად აცხადებენ.
  • 1961 : რუსმა კოსმონავტმა იური გაგარინმა განახორციელა პირველი კოსმოსური გაფრენა ხომალდ „ვოსტოკით“.
  • 2009 : კინორეჟისორი ელდარ შენგელაია წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის“.
  • 2010 : 2010 წლის პულიცერის ოთხი პრემია გადაეცა გაზეთ ვაშინგტონ პოსტს და სამიც ნიუ-იორკ ტაიმზს.
  • 2012 : საპრეზიდენტო არჩევენებამდე რამდენიმე დღით ადრე მეამბოხე ჯარისკაცებმა გვინეა-ბისაუს დედაქალაქ ბისაუზე კონტროლი დაამყარეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1850 : გოლიცინი, ნიკოლოზ — რუსეთის პრემიერ-მინისტრი
  • 1885 : ჰოთი, ჰერმან — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1912 : არსენ მეკოკიშვილი — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.
  • 1928 : ანჯაფარიძე, ზურაბ — ქართველი მომღერალი
  • 1929 : მაჭავარიანი, მუხრან — ქართველი პოეტი
  • 1933 : კაბალიე, მონსერატ — კატალონიელი ოპერის მომღერალი
  • 1940 : ჰენკოკი, ჰერბი — ამერიკელი ჯაზ-პიანისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 238 : გორდიანუს II — რომის იმპერატორი
  • 1938 : შალიაპინი, თედორე — რუსი ოპერის მომღერალი
  • 1945 : რუზველტი, ფრანკლინ დელანო — აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი
  • 1961 : ნიკოლოზ ბადრიაშვილი — ქართველი ისტორიკოსი
  • 2012 : აჰმედ ბენ ბელა — ალჟირის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოად წინასწარმეტყველი
    • სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანნი
    • იოანე კლემაქი
    • წმინდა ევბულია
    • იოანე მდუმარე
    • ზოსიმე სირაკუზელი
    • ზაქარია კორინთელი
  • აგრეთვე:
    • 1968 : კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way