2025 წლის 11 იანვარი, შაბათი, მთვარის მეცამეტე დღეა, რომელიც დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპის ნიშანში იმყოფება. ამ დღეს რეკომენდებულია არსებული საქმეების დასრულება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება. სასურველია ფინანსური საკითხების მოგვარება, თუმცა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადადოთ. კარგი დროა სწავლისთვის და ცოდნის მიღებისთვის, ასევე თანამოაზრეებთან ერთად მუშაობისთვის. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას და ურთიერთობების გარჩევას. არ არის რეკომენდებული მოგზაურობის დაწყება და საქმიანობის შეცვლა. ქორწინებისთვის დღე არახელსაყრელია. დაღლილობის მოსახსნელად სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება და მსუბუქი ვარჯიში. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ საკვებს.
ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი): გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა სიკეთე გაუკეთოთ გარშემომყოფებს. დასვენების დღე ამაში დაგეხმარებათ. იპოვეთ ადამიანები, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.
კურო (20 აპრილი - 20 მაისი): ფრთხილად იყავით სიტყვების არჩევაში, რადგან ერთი უყურადღებო ნათქვამი შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. აკონტროლეთ მეტყველება და ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ, მაგრამ მეტი გააკეთოთ.
ტყუპი (21 მაისი - 20 ივნისი): არ მისცეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს თქვენი სიკეთით სარგებლობის საშუალება, რათა არ დაკარგოთ დრო და ენერგია, რომელიც მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს ეკუთვნით.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი): მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებას იწვევენ თქვენში. დაზოგეთ ენერგია სიცოცხლისა და შემოქმედებისთვის და გააკეთეთ ის, რაც გსურთ დასვენების დღეს.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო): ახალი ბიზნესის დაწყებისას - და დასვენების დღე დაბრკოლებას არ შეგიქმნით - უნდა დაეყრდნოთ გრძელვადიან პერსპექტივას. სამწუხაროდ, ვერ მიიღებთ სწრაფ შედეგებს, მაგრამ მომავალში შედეგით კმაყოფილი იქნებით.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი): მიუხედავად დასვენების დღისა, უმჯობესია, დღეს საყვარელი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ჩხუბის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს და ეს განსაკუთრებით დღეს არასასურველია.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი): დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მისცეთ სხვებს თქვენი გამოყენების საშუალება. დაიცავით საკუთარი ინტერესები და არ დაუშვათ, რომ თქვენი სიკეთე სხვებმა ბოროტად გამოიყენონ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი): ეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტებში და მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. დღე შესაფერისია შინაგან სიმშვიდეზე კონცენტრირებისთვის და საკუთარი ემოციების კონტროლისთვის.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი): დღეს შეიძლება იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა. დასვენება და განტვირთვა დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. მოერიდეთ გადატვირთვას და ზედმეტ ვალდებულებებს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი): დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ. იყავით გულუხვი და მზად დაეხმაროთ, მაგრამ არ დაივიწყოთ საკუთარი საზღვრების დაცვა.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი): დღეს შესაძლოა მიიღოთ საინტერესო წინადადებები, მაგრამ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ ყველა ვარიანტი, რათა საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი): დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებულია. მოისმინეთ შინაგანი ხმა და მიჰყევით მას, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და მოაგვაროთ მიმდინარე საკითხები.
გაითვალისწინეთ, რომ ჰოროსკოპი ზოგადი ხასიათისაა და ინდივიდუალური პროგნოზისთვის საჭიროა პირადი ასტროლოგიური რუკის შედგენა.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.