USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
11 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  973

11 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 101-ე დღე (ნაკიან წლებში — 102–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 264 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1241 : მონღოლების შემოსევა ევროპაში: მონღოლები ბათუ ყაენისა (სურათზე) და სუბთაის ხელმძღვანელობით ანადგურებენ უნგრელთა არმიას მოჰის ბრძოლაში მდინარე საჟოსთან.
  • 1512 : ბრძოლა რავენასთან
  • 1713 : უტრეხტის ხელშეკრულების მთავარ შეთანხმებებს მოეწერა ხელი, რამაც ხელი შეუწყო ესპანეთისგან გამოყოფისთვის ომის დასრულებას.
  • 1814 : ნაპოლეონის გადადგომა და გადასახლება კუნძულ ელბაზე
  • 1968 : აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა აქტს სამოქალაქო უფლებების შესახებ
  • 1899 : ესპანეთმა პუერტო რიკო აშშ-ს დაუთმო.
  • 1945 : ამერიკულმა ჯარებმა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს ვაიმართან, გერმანიაში.
  • 2002 : სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ვენესუელის შეიარაღებული ძალების წევრებმა პრეზიდენტი უგო ჩავესი შეიპყრეს და გადადგომა მოსთხოვეს.
  • 2006 : ირანმა ურანის გამდიდრება მოახერხა.
  • 2012 : პარტია სენურიმ პაკ კინ ჰეს ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
  • 2019 :
    • დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა.
    • სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
  • 2021 : გილერმო ლასო ეკვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2022 :
    • შეჰბაზ შარიფი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მას შემდეგ რაც იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
    • საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1769 : ლანი, ჟან — ფრანგი სამხედრო მოღვაწე
  • 1825 : ლასალი, ფერდინანდ — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1916 : ბაბლიძე, ეკატერინე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1727 : ჯორჯ I — დიდი ბრიტანეთის მეფე
  • 1977 : პრევერი, ჟაკ — ფრანგი პოეტი
  • 2015 : კოტე თოლორდავა - ქართველი კონო და თატრის მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მარკოზ არეთუსელი
    • იოანე მეუდაბნოე
    • ევსტათი ბითვინიელი
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way