USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
дата:  950

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება და ტარიფი უბნების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი. ამ ქუჩებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საშუალება მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს საინფორმაციო ჯიხურებს და თუ სურვილი არ აქვთ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეც არის განთავსებული და არსებობს ასევე, აპლიკაცია“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ განმარტა, ვისთვის იქნება პარკირება უფასო.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი ავტომობილები საცხოვრებელი ზონების მიხედვით და მათთვის პარკირება იქნება უფასო. პარკირებით სარგებლობა უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ასევე, ელექტრო მანქანებისთვის. ხოლო სტუმრებისთვის, რომლებიც სხვა რაიონებიდან მოდიან, მათთვის იქნება ფასიანი. რაიონების და უბნების, ქუჩების მიხედვით ტარიფი იქნება განსხვავებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати