USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
10 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  690

10 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 314-ე დღე (ნაკიან წლებში – 315-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 51 დღე.

 

დღის მოვლენები

1444 : ვარნას ბრძოლა - მეფე ვლადისლავ III-ის ჯვაროსანთა არმია გაანადგურეს თურქებმა სულთან მურად II-ის მეთაურობით.

1619 : რენე დეკარტი სიზმრის შთაგონებით ქმნის მედიტაციებს პირველ ფილოსოფიაზე.

1792 : ვაშინგტონში თეთრი სახლის საძირკველი ჩაიყარა.

1918 : გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში.

1928 : ჰიროჰიტო მიჩინომია იაპონიის 124-ე იმპერატორად აკურთხეს.

1970 : საბჭოთა ხომალდი „ლუნოხოდ-1“ გაიშვა მთვარეზე.

1989 : 33-წლიანი მმართველობის შემდეგ ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტარ მლადენოვმა, რომელმაც 1990 წელს პარტიას ბულგარეთის სოციალისტური პარტია დაარქვა.

2000 : ლენინის მავზოლეუმი დაიხურა მნახველებისთვის.

2020

მარტინ ვისკარას იმპიჩმენტის შემდეგ პერუს პრეზიდენტი მანუელ მერინო გახდა.

სამმხრივი საზავო ხელშეკრულების დადების შედეგად მთიანი ყარაბაღის ომი დასრულდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1668 : კუპერენი, ფრანსუა — ფრანგი კომპოზიტორი

1759 : შილერი, ფრიდრიხ — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

1855 : კირიონ II — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1966 : მორჩილაძე, აკა — ქართველი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

461: ლეო I — რომის პაპი (დ. 390)

1241: ცელესტინ IV — რომის პაპი

1982 : ბრეჟნევი, ლეონიდ — სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი

2010 : დინო დე ლაურენტისი — იტალიელი კინოპროდიუსერი. (დ. 1919)

2015 : ჰელმუტ შმიდტი — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1974—1982 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. (დ. 1918)

2022 : ლია მიქაძე — საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ნეოფიტე ურბნელი

წმინდა პარასკევა

წმინდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და შვილნი მათნი: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია

სტეფანე საბაწმინდელი

წმინდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოს და სხვანი ოცდათექვსმეტნი.

არსენი

კირილე იერუსალიმელი

იოანე ქოზიბელი

დიმიტრი როსტოველი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის