1 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 305-ე დღე (ნაკიან წლებში – 306-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 60 დღე.
დღის მოვლენები
1512 : მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა.
1520 : ფერნანდო მაგელანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას პირველად გადის მაგელანის სრუტეზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აერთებს.
1592 : ბუსანის ბრძოლაში მცირერიცხოვანი კორეის ფლოტი იაპონიის არმიას ამარცხებს.
1604 : უილიამ შექსპირის ტრაგედია ოტელოს პრემიერა გაიმართა უაიტჰოლის სასახლეში, ლონდონში.
1755 : მასიური მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულიად განადგურდა ლისაბონი და 90.000-მდე მცხოვრები დაიღუპა.
1800 : ჯონ ადამსი პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობდა.
1848 : ბოსტონში, მასაჩუსეტსი, პირველი ქალთა სამედიცინო სკოლა გაიხსნა, მოგვიანებით შეუერთდა ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას.
1894 : ალექსანდრე III-ის გარდაცვალების გამო, მისი შვილი ნიკოლოზ II რუსეთის ცარი ხდება.
1911 : ბრძოლაში თვითმფრინავიდან პირველი ბომბი გადმოაგდეს თურქეთ-იტალიის ომის დროს.
1918 : დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან დამოუკიდებელი ხდება.
1922 : ოსმალეთის იმპერიის ბოლო სულთანი მეჰმედ VI ტახტიდან გადადგა.
1939 : მსოფლიოში პირველი ხელოვნური განაყოფიერებით კურდღლის გამრავლება მოხერხდა.
1951 : ოპერაცია სურო - აშშ წარმატებით ახორციელებს პირველი მძლავრი წყალბადის ბირთვულის ყუმბარის აფეთქებას მარშალის კუნძულებზე, ცენტრალურ წყნარ ოკეანეში. აფეთქების სიმძლავრემ 10 მეგატონას მიაღწია.
1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კარნატაკა, უწინ ცნობილი როგორც მაისურის შტატი.
1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კერალა.
1959 : ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი ქორწინებათა სასახლე გაიხსნა.
1981 : ანტიგუა და ბარბუდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1993 : მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ფორმალურად დააფუძნა ევროპის კავშირი, შედის ძალაში.
1998 : ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჩამოყალიბდა.
2008 : საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით.
2014 : საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
846 : ლუი ბლუ — დასავლეთ საფრანგეთის მეფე
1339:რუდოლფ IV — ავსტრიის ჰერცოგი
1578 : პოჟარსკი, დმიტრი — რუსი პრინცი
1585 : ბროჟეკი, იან — პოლონელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი
1643 : სტრიპი, ჯონ — ინგლისელი მწერალი
1704 : ლონგოლიუსი, პაულ დანიელ — გერმანელი ენციკლოპედისტი
1727 : შუვალოვი, ივანე — მოსკოვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი
1778 : გუსტავ IV ადოლფი — შვედეთის მეფე
1878 : ლამასი, კარლოს საავედა — არგენტინელი პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
1889 : წერეთელი, ალექსანდრე — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
1962 : კიდისი, ენტონი — ამერიკელი მომღერალი (Red Hot Chili Peppers)
ამ დღეს გარდაცვლილნი
1391 : ამადეუს VII — სავოიის მეფე
1700 : კარლოს II — ესპანეთის მეფე
1894 : ალექსანდრე III — რუსეთის მეფე (დ. 1845)
1903 : თეოდორ მომზენი — გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი (დ. 1817)
1907 : ალფრედ ჟარი — ფრანგი მწერალი (დ. 1873)
1938 : ფრანსის ჟამი — ფრანგი პოეტი (დ. 1868)
1962 : გრიგოლ რობაქიძე — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (დ. 1880)
2020 : რამაზ პატარიძე — ქართველი ენათმეცნიერ, მკვლევარი, „ქართული ანბანის რაინდი“ (დ. 1927)
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
პროხორე ქართველი; ლუკა იერუსალიმელი და ნიკოლოზ დვალი
იოველ წინასწარმეტყველი
წმინდა უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი
ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე
წმინდა სადუკი და მასთან ასოცდარვა მოწამე
ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.