USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
1 მარტიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხოს
თარიღი:  1087

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, პირველი მარტიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხოს. ეს ვალდებულება, მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და ფორმის შესაბამისად, ეკისრებათ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დამსაქმებლებს – ფიზიკურ ან იურიდიული პირებს, ან/და პირთა გაერთიანებებს.

ბრძანება საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წელს შესული ცვლილებების შესაბამისად მომზადდა. კოდექსის თანახმად, “დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში”.

მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა. კერძოდ, დამსაქმებელმა, დასაქმებულის მონაცემებთან ერთად, უნდა მიუთითოს: საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში; შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი; თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში სხვა ფორმისგან განსხვავებული, მათ შორის, დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი; თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი; ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი; თვის განმავლობაში სხვა მიზეზით გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა; თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა და სხვა.

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს შემდეგი პირობითი აღნიშვნები:

  • „გ“ – გაცდენა;
  • „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;
  • „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;
  • „უხ/შ“ – შვებულება ანაზღაურების გარეშე;
  • „X“ – დასვენების და უქმე დღეები.

მინისტრის ბრძანებას შესაბამისი აღრიცხვის ფორმა თან ერთვის.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის