USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси

дата:  2485

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვვარტლების (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, მელიტონ ქანთარიას, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე კაპანელის, ქვემო აჟარის, უჩა ჯაფარიძის და ხომლის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შარტავას, არჩილ სულაკაურის, შორსის, ანა კალანდაძის, იოსებიძის, გოთუას, ხვიჩიას და შალვა მჭედლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის I, II კვარტლებს (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის, შორსის, ვახტანგ ჭაბუკიანის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას, იოსებიძის და მერაბ კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати