USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
“ვოლტის” კურიერები, სოლიდარობის ნიშნად, “ბოლტის” მძღოლების აქციას შეუერთდნენ
თარიღი:  994

დღეს მესამე საპროტესტო შეკრება გამართეს "ბოლტის" პარტნიორმა მძღოლებმა. ისინი მოითხოვენ, დაბრუნდეს 2023 წლამდე არსებული ტარიფები, შემცირდეს საკომისიო, გაიხსნას ქართული ოფისი და ამოქმედდეს ქოლ-ცენტრი 24/7-ზე. "ბოლტის" მძღოლები, ასევე ითხოვენ, შორ მანძილზე ფასის დეკომპენსირებასა და ლოდინის ღილაკის დამატებას.

"შემცირდა ტარიფი იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. მაღაზიაში რომ შევდივართ, როგორი მომატებულია ფასები, ამას ყველა ვხედავთ. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეგვიმცირა შემოსავალი.

საინტერესოა ის, რომ ეს რთული პერიოდი, როცა შეკვეთები ნაკლებია, შეგვეხო მხოლოდ ჩვენ, მძღოლებს. საკომისიოს ერთი თეთრიც არ დაჰკლებია, ანუ ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავიხადოთ ყველაფერი. ის ხელმძღვანელი, რომელიც ზის თბილად, საერთოდ ერთ თეთრსაც არ აკლებს საკომისიოს. არ ფიქრობენ, რომ გვჭირდება ღირსეული ანაზღაურება", - თქვა აქციის მონაწილე "ბოლტის" ერთ-ერთმა მძღოლმა, გიორგი ჟამურელმა.

 

"ბოლტის" მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს "ვოლტის" კურიერებმა. მათი აქციის შემდეგ, ისინი ტაქსის მძღოლების საპროტესტო შეკრებისკენ ველოსიპედის ძეგლიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მსვლელობით გაემართნენ.

"ბოლტის" მძღოლების აქცია. 5 თებერვალი, 2023 წელი
"ბოლტის" მძღოლების აქცია. 5 თებერვალი, 2023 წელი
"ბოლტის" მძღოლების აქცია. 5 თებერვალი, 2023 წელი
"ბოლტის" მძღოლების აქცია. 5 თებერვალი, 2023 წელი

ნაკლები შემოსავალი, მეტი გადასახადი - რას და რატომ აპროტესტებენ "ბოლტის" მძღოლები?

მძღოლების მოთხოვნებსა და ბრალდებებზე რადიო თავისუფლებას კომპანია "ბოლტში" უთხრეს, რომ ჩვენი წერილი შესაბამის გუნდს გადაეცა და რომ დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდებიან.

მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსაც, სადაც გვითხრეს, რომ "ბოლტში" დასაქმებულ მძღოლებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ. მიმართვის შემთხვევაში შრომის ინსპექციას კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიატორის დანიშვნის მანდატი აქვს.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის