USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
BMG: ვინ ფლობს ყველაზე მეტ ბიტკოინს?
თარიღი:  688

ბიტკოინმა ფასის მორიგი რეკორდი დაამყარა, რა დროსაც ერთი მონეტის ფასმა $112,000-იან ნიშნულ გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ციფრული ოქროს ჯამურმა კაპიტალიზაციამ $2.2 ტრილიონს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ბიტკოინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც მხოლოდ ფიზიკური ოქრო და Microsoft-ის, NVIDIA-ს და Apple-ის აქციები უსწრებს.

ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის ფლობის უფლება და შესაძლებლობა ყველას აქვს, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი რამდენიმე სუბიექტის საკუთრებაში არის კონცენტრირებული და ეს ტენდენცია ბოლო წლებში უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ბიტკოინის უდიდეს მფლობელებს შორის ვხვდებით, როგორც კრიპტოვალუტის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ფინანსურ კომპანიას.

#1 — სატოში ნაკამოტო

რაოდენობა = 1.1 მილიონი ბიტკოინი
ღირებულება $100,000-ზე = $110 მლრდ
ბაზრის წილი = 5.2%

#2 — BlackRock

რაოდენობა = 636,108 ბიტკოინი
ღირებულება $100,000-ზე = $63.6 მლრდ
ბაზრის წილი = 3%

#3 — Binance

რაოდენობა = 617,000 ბიტკოინი
ღირებულება $100,000-ზე = $61.7 მლრდ
ბაზრის წილი = 2.9%

#4 — Strategy

რაოდენობა = 506,000 ბიტკოინი
ღირებულება $100,000-ზე = $50.6 მლრდ
ბაზრის წილი = 2.4%

#5 — აშშ-ის მთავრობა

რაოდენობა = 207,189 ბიტკოინი
ღირებულება $100,000-ზე = $20.7 მლრდ
ბაზრის წილი = 1%

წყარო: https://bm.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის