USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია
თარიღი:  754

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. დღეს, ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი და ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ.) გამოვიდნენ, რომელთაგან მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მარგველაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკ ტილოლოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი აიღო, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაოსი

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის