USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები სრულდება
თარიღი:  666
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები სრულდება - აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელი პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო.
„ბაგების დასახლებისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დავასრულეთ, რომელიც ხიდის მშენებლობით შემოიფარგლებოდა. დღეს უკვე ბაგების დასახლება უნივერსიტეტის ქუჩას აღნიშნული საავტომობილო ხიდით უკავშირდება, რაც ძალიან კომფორტულია. ამ პროექტის გათვალისწინებით კი, გვეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული გვირაბით, პირდაპირ ბაგებიდან, ახალაშენებული ხიდით, დავუკავშირდეთ ქავთარაძის ქუჩას, რაც, რა თქმა უნდა, განტვირთავს მოძრაობას, გადანაწილდება საავტომობილო ნაკადები, გათავისუფლდება უნივერსიტეტის ქუჩა და მოქალაქეებს არ მოუწევთ წრეზე სიარული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი და გაფართოვდა შავიშვილის ქუჩა. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და აღნიშნული გვირაბის გამოყენება შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში გადატანა. ასევე, დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა და LED სანათების მონტაჟი.
პროექტს, რომლის დასრულების შემდეგაც, უნივერსიტეტის ქუჩიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
ახლად მოწყობილ გვირაბში ავტოტრანსპორტი ორმხრივად, თითო ზოლში თითო მიმართულებით იმოძრავებს.
გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ და პარლამენტის დელეგატმა ზურაბ რურუამ დაათვალიერეს.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის