USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«Страна» (უკრაინა): „რა დგას აფხაზური არეულობების უკან და რა შედეგებს გამოიწვევს უწესრიგობები“
თარიღი:  866

უკრაინული გამოცემა - ელექტრონული გაზეთი „სტრანა“ (Страна) აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რა დგას აფხაზური არეულობების უკან და რა შედეგებს გამოიწვევს უწესრიგობები“, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სიტუაციის სავარაუდო განვითარება და მისი შედეგები როგორც თვით აფხაზეთისათვის, ასევე საქართველოსა და რუსეთისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ბევრს გაუკვირდა აფხაზეთში დაწყებული პროტესტები რუსეთთან დადებული საინვენსტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსკოვი აქტიურად მხარს უჭერს და, გავრცელებული აზრის თანახმად, მთლიანად აკონტროლებს „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ საშინაო პოლიტიკას. და უეცრად, ანაზდეულად აფხაზეთი კრემლს „აუჯანყდა“ - მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და უკან არ გამოდიან, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება. რა ხდება?

უპირველესად უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი, ე.წ „სამხრეთ ოსეთისაგან“ და „ლუგანსკ-დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისაგან“ განსხვავებით, არასოდეს არ ყოფილა მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ და ყოველთვის ავლენდა თავის „ჯიუტობას“ და „თავნებობას“.

მას შემდეგ, რაც აფხაზებმა რუსეთის ფედერაციის, მათ შორის ჩრდილოკავკასიელ მთიელ ხალხთა მხარდაჭერით, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოზე გამარჯვება მოიპოვეს, ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად იყვნენ დამოკიდებულები რუსეთზე ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და განსაკუთრებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, მათ მაინც ჩამოაყალიბეს თავიანთი ხელისუფლების „ჩაკეტილი“ სისტემა პრინციპით „ტეხასს ტეხასელები უნდა ძარცვავდნენ“. ამიტომაც აფხაზური ელიტა, ადგილობრივ სომხუი დიასპორის წარმომადგენელებთან ერთად, ცდილობდა მთლიანად გაეკონტროლებინა რეგიონის ეკონომიკის ყველა დარგი და პირველ რიგში - მთავარი: ტურიზმის ინფრასტრუქტურა. თანაც აფხაზებს თავიანთი ფული მაინცდამაინც ბევრი არ ჰქონდათ, ამიტომაც ტურიზმის სფერო და მთლიანად „რესპუბლიკა“ თანდათან დაკნინებული ხდებოდა.

მოსკოვი უკვე დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა სოხუმს ამ პრობლემის მოგვარებას რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომლებსაც შეეძლოთ მსხვილი კაპიტალის ჩადება როგორც კურორტების, ასევე სხვა დარგების განვითარებაში. აფხაზეთის „ხელისუფლება“ თანხმობას უკიდურესად აჭიანურებდა („მშობლიური მიწის სხვებისგან გაძარცვის“ მიზეზით). საკითხი „მკვდარი წერტილიდან“ მხოლოდ მხოლოდ ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დროს  დაიძრა, რომელმაც რუსეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ინვესტიციების შესახებ, რომელიც აუქმებდა შეზღუდვებს რუსი ინვესტორების აფხაზურ ეკონომიკაში მონაწილეობაზე. ბუნებრივია, ამ ნაბიჯმა იმ ადგილობრივი სტრუქტურების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში ტურიზმს აკონტროლებენ, რადგანაც მათ რუს ოლიგარქებთან კონკურენცია არ შეუძლიათ. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციები წამოიწყეს, რომლებსაც ბევრი რიგითი აფხაზი მიემხრო - ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ინვესტიციებთან ერთად აფხაზეთში უამრავი რუსი შევიდოდა და ამით დაირღვეოდა ის „ჩაკეტილი“ სისტემა, რომელში ცხოვრებას ბოლო 30 წელია ადგილობრივები მიეჩვივნენ.

ვინ დგას პროტესტების უკან?

პრეზიდენტის გადადგომა მასობრივი პროტესტების ფონზე აფხაზეთში სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თვითონ ასლან ბჟანია მას შემდეგ „გაპრეზიდენტდა“, როცა მასობრივი მღელვარების შედეგად „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯინბა გადადგა, თვითონ ხაჯინბამ კი იგივე მეთოდით „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა. ასე რომ, მთლიანობაში აფხაზეთში რაიმე ექსტრაორდინალური არაფერი არ ხდება.

ასლან ბჟანია, რომლის გადადგომას მისი მოწინააღმდეგეები მოითხოვენ (ბჟანიას საგვარეულო კლანი სოფელ თამიშში ცხოვრობს და იგი ამჟამად თავს სწორედ კლანს აფარებს), რუსეთთან ღრმა ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ რესპუბლიკის „სუვერენიტეტის“ შენარჩუნებით, ანუ იგი არ არის მომხრე იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. რაულ ხაჯინბა კი, რომელიც აფხაზ ნაციონალისტებს წარმოადგენდა, გამოდიოდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოს დარჩენილიყო, მაგრამ ძველებურად მიეღო დოტაციები და უსაფრთხოების გარანტიები კრემლისაგან.

ამჟამად საპროტესტო აქციებს ყოფილი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯინბას ძველი თანამზრახველები ხელმძღვანელობენ - ასლან ბარციცის სახით, რომელიც რაულ ხაჯინბას მმართველობის დროს ვიცე-პრეზიდენტი“ იყო, ხოლო ამჟამად პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმს“ ხელმძღვანელობს, ან ადგურ არძინბას - „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის - სახით, რომელსაც რაულ ხაჯინბას დროს „ვიცე-პრემიერისა“ და „ეკონომიკის მინისტრის“ პოსტი ჰქონდა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ სოხუმში მიმდინარე გამოსვლები „ნაციონალისტების“ რევანშს წარმოადგენს 2020 წელს განცდილი დამარცხების გამო.

რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში რამდენიმე კონსპიროლოგიური ვერსიებიც გაჩნდა - თითქოსდა არეულობები თურქეთის მიერ არის ინსპირირებული (თურქეთში ბევრი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, რომლებიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომების დროს აიძულა ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ), ანუ ანკარას სურს აფხაზეთის „რესპუბლიკის“ ხელში ჩაგდებაო, მაგრამ თურქეთს რაიმე რეალური გავლენა მიმდინარე პროცესებზე არ აქვს. გარდა ამისა, ანკარა ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საინტერესოა, რომ აფხაზი ოპოზიციონერები (ხაჯიმბისტები) რუსეთის გავლენის წინააღმდეგ არ გამოდიან - იგივე რაულ ხაჯიმბა თავის დროზე ვლადიმერ პუტინის აქტიური თაყვანისმცემელი იყო. ანუ მთლიანობაში ეს კონფლიქტი „პრორუსულ ძალებსა“ და „ნაციონალისტებს“ შორის საგარეო ორიენტაციის ირგვლივ არ მიმდინარეობს - აფხაზების რუსოფილობას ალტენატივა არ აქვს. სოხუმისათვის მხოლოდ ერთი მიმართულებაა - რუსეთი. რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ კი აღიარა, მაგრამ ისიც რუსეთის კარნახით და ზეწოლით. მოკლედ, „სუვერენული აფხაზეთი“ რუსეთის სრულ კმაყოფაზე იმყოფება...

აქედან გამომდინარე, აფხაზეთის პოლიტიკური სპექტრის წამომადგენელები ერთმანეთს ექიშპებიან მხოლოდ იმაში, თუ რა ფორმებით უნდა გამოიხატოს რუსეთის მხარდაჭერა. მაგალითად, „რუსოფილები“ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, როგორც უკვე ითქვა, მხარს უჭერენ ეკონომიკურ ინტეგრაციას და რუსული კაპიტალის შეტანას, ხაჯიმბისტები კი, ასლან ბარციცისა და ადგურ არძინბას ლიდერობთ - რუსული დოტაციების მიღებას, მაგრამ რომელიც ადგილობრივად მათი კონტროლით განაწილდება.

ამჯამად ჩვენ სწორედ ამ ბრძოლის მორიგი რაუნდის მოწმენი ვართ და როგორც ცანს, მოვლენები „ტრადიციული“ სცენარით ვითარდება - პროტესტები, „პრეზიდენტის“ გადადგომა, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, შემდეგ ისევ პროტესტები და ასე დაუსრულებლად.

და მაინც, შეიმჩნევა თუ არა რაიმე განსაკუთრებული ამ პროტესტებში, ადრინდელისაგან განსხვავებით?

ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი ჩვეული კალაპოტით მიდის, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზური ელიტის ამჟამინდელ კონფრონტაციაში კრემლს შეუძლია უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს და მიანიშნოს აფხაზებს, რომ ფულს ძველებურად იოლად აღარ მისცემს - მხოლოდ რუსი ინვესტორებისათვის აფხაზური ეკონომიკის კარის გაღებით. შესაძლოა უფრო კომპრომისული ფორმით, ვიდრე ეს ზემოთ ხსენებულ შეთანხმებით არის განპირობებული. მით უმეტეს, რომ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველოს მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისაგან დაშორება დაიწყო და რუსეთის ორბიტას მიუახლოვდა: დაირხა ხმები, რომ თბილისი და მოსკოვი მასშტაბურ პროექტს ამზადებენ საქართველოს მთლიანობის აღდგენის საკითხში - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიური სტატუსის საფუძველზე. ასეთი იდეის პრაქტიკული განხორციელება თავისთავად ძალიან რთულია, თუ გავითვილისწინებთ ქართველების ურთიერთობის ისტორიას აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან. მათგან ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს აფხაზეთი, სადაც ანტიქართული განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

მით უმეტეს, რომ რეინტეგრაციის შემთხვევაში ჩნდება სამართლებრივი საკითხების მთელი კომპლექსი - იმ დევნილთა და ლტოლვილთა ქონებრივი უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთიდან 1990-იანი წლების დასაწყისში, კონფლიქტში ქართველთა მარცხის შედეგად გაიქცნენ (1989 წლის აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის 45%-ს ქართველები შეადგენდნენ). 

ამიტომაც, თუ მოსკოვს მართლაც განზარხული აქვს თავისი ზედამხედველობით განახორციელოს რეინტეგრაციის პროცესი, მაშინ, კრემლს, პირველ რიგში მოუწევს ხელში აიღოს აფხაზეთის სიტუაციის სრული კონტროლი, რაც არცთუ იოლი იქნება. თანაც არ არის გამორიცხული, რომ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროტესტების გარდა, „ნაციონალისტური“ ფრთა ცდილობს მიანიშნოს, რომ რუსეთის გეგმებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, აფხაზები მოწონებით არ შეხვდებიან: „რუსებო, ასეთი რამ გულშიც არ გაივლოთ“.

ასე რომ, სოხუმში დაძაბული სიტუაციაა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო და როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს მოსკოვი, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. თუ კრემლი აფხაზებზე ზეწოლას ძალისმიერი მეთოდებით მოახდენს, მოსკოვი კიდევ ერთ ცხელ წერტილს მიიღებს, რაც მისთვის სასურველი არ არის. სავარაუდოდ, რუსეთი  შეეცდება დარწმუნებას, რომ აფხაზებს სხვა გზა არ აქვთ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის „ხელისუფლება“ რატიფიკაციას „სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ გადადებს, რომელიც ჩვეულებრივად, მარტში უნდა ჩატარდეს, ხოლო ასლან ბჟანიას გადადგომის შემთხვევაში, უფრო ადრეც.

მოკლედ, საბოლოო ჯამში ყველაფერი ორ მომენტზეა დამოკიდებული - გადადგება თუ არა „პრეზიდენტი“ და როგორ რეაგირებას მოახდენს სიტუაციაზე საბოლოოდ მოსკოვი.

წყარო: https://strana.news/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის