USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
BMG: „უძრავი ქონების გაყიდვები სრულად აღდგენილია“ - როგორია „არსის“ პროგნოზი?
Date:  477

დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძის ინფორმაციით, უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი სრულადაა აღდგენილი და მაისში, გასული წლის ამავე თვის მონაცემებს აჭარბებს. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„არსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარგში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინები შეცვლილია, რადგან მოთხოვნა გაუმჯობესებულია და წლის ჭრილშიც, ანალოგიური მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში პოზიტიური მოლოდინები ექნებათ. ის ბუნებრივს უწოდებს ნებართვების გაცემის შემცირებას და ამას გასულ წლებში არსებული მაღალი მაჩვენებლით ხსნის.

„უძრავი ქონების მიმართულებით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. წლის დასაწყისში იყო რყევები, თუმცა აპრილსა და მაისში ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გაყიდვები გასული წლის მონაცემებს გადააჭარბებს. შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილში არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

რაც შეეხება ნებართვებს, ლოგიკურია, რომ შემცირდება, რადგან 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ნებართვა გაიცა და ამ ტემპით ვერ გაგრძელდებოდა, ისიც ლოგიკურია, რომ სანებართვო ფართები მოცულობაში გაზრდილია, რადგან დღეს თუ შევხედავთ, ნებართვები გაცილების მაღალი კოეფიციენტებით გაიცემა, ვიდრე ეს მანამდე იყო. შესაბამისად, ინვესტიციების ნაწილში ადგილობრივი კაპიტალი დომინირებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უცხოური ინვესტიციები აუცილებელი იქნება. პრობლემას ამ მიმართულებით ვხედავ, რადგან მიმდინარე რეჟიმში, რა მოლოდინებიც გასული წლის ბოლოს ან მიმდინარე წლის დასაწყისში გვქონდა, რადიკალურადაა შეცვლილი. თუ მანამდე რყევებზე და კრიზისის ნიშნებზე ვსაუბრობდით, ახლა ეს აღარ ხდება და ტრანზაქციების ნაწილი სრულად აღდგენილია და საკმაოდ ნორმალურია. მაისის ჩათვლით, ვფიქრობ, წინა წლის მაჩვენებლებს გადაასწრებს. დეკემბერსა და იანვარში გაყიდვებში საკმაოდ დიდი შემცირება იყო, თებერვალ-მარტში დაახლოებით 10%-იანი შემცირება გვქონდა, აპრილში [წინა წლის აპრილის გაყიდვებს] გავუთანაბრდით, მაისის მონაცემებით, მოლოდინი მაქვს, რომ წინა წლის მონაცემებს გადაააჭარბებს და წინა წლის 5 თვის მაჩვენებელს გადააჭარბებს. ივნისში - საკმაოდ დიდი აქტივობაა და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მიმდინარე წელს ამ კუთხით რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვექნება“, - განმარტა ბესო ორთოიძემ.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way