USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
BM.GE: წელს მოცვის ექსპორტი 63.4%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
თარიღი:  504

წელს, 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) 6 765 ტონა მოცვის ექსპორტით ქვეყანამ $45.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდული მოცვის მოსავლის მოცულობა 4 877 ტონას შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $27.7 მლნ იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოცვის ექსპორტი ღირებულებაში წელს 63.4%-ით, მოცულობით კი 38.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სადაც 8 თვეში $42.5 მლნ-ის ღირებულების 6 364 ტონა მოცვი გავყიდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაზარი ბოლო 5 წლის მონაცემებით უცვლელად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

წელს მოცვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ტოპ-5 ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $42.5 მლნ, 6 364 ტონა;
  2. სომხეთი - $653 ათასი, 108 ტონა;
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $559 ათასი, 66 ტონა;
  4. პოლონეთი - $556 ათასი, 86 ტონა;
  5. გერმანია - $541 ათასი, 68 ტონა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბაზარზე მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდ დინამიკას აჩვენებს.

BM.GE გთავაზობთ რუსეთში გაყიდული მოსავლის 2021-2025 წლის (იანვარ-აგვისტოს) სტატისტიკას:

  1. 2021 - $5 მლნ, 867 ტონა;
  2. 2022- $7.6 მლნ, 1 276 ტონა;
  3. 2023 - $18.3 მლნ, 3 061 ტონა;
  4. 2024 - $23.9 მლნ, 4 170 ტონა;
  5. 2025 - $ 42.5 მლნ, 6 364 ტონა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის