USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
თარიღი:  631

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია შენობის ფასადი. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები და ავტომობილები.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის