USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 30 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  513

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ზემო მეტალურგიულის დასახლების, ლითონკონსტუქციების დასახლების, მოსკოვის გამზირის, ჭიჭინაძის, კვირიკაშვილის, თავკვერის, ქინძმარაულის, საფერავის, ჩხავერის, ზურაბ იარაჯულის, ველისთავის, რქაწითელის, დიმიტროვის, ალექსანდროულის, ნაკადულის, ემირ ბურჯანაძის, წმინდა ბარბარეს, დოსითეოს ქუთათელის, გაიოზ რექტორის, პოლიციის და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ზემო მეტალურგიულის დასახლების, მოსკოვის გამზირის, თავკვერის, ქინძმარაულის, საფერავის, ჩხავერის, ზურაბ იარაჯულის, ველისთავის, რქაწითელის, ალექსანდროულის და ნაკადულის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, გურამიშვილის, პირველი ხეივნის, დიდი ხეივნის, საბატონოს და გულუას ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, წამალაშვილის, პატარა ტბის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ქერჩის და ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რატევანის, მუხრანის, ნაგომარის და ხორნაბუჯის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის