USD 2.7673
EUR 2.9818
RUB 3.2973
თბილისი
თბილისის მეტროპოლიტენი 55 წლისაა
თარიღი:  3257

თბილისს უკვე 55 წელია ერთგულად ემსახურება მეტროპოლიტენი – ათწლეულების განმავლობაში სრულიად შეუცვლელი  სატრანსპორტო საშუალება.

1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რადგანაც ამ დღეს თბილისის მეტროს ,,დიდუბე” ,,რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. წლების განმავლობაში, მეტროს ინფრასტრუქტურის წინსვლამ ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გახსნის დღიდან მეტრო როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე პოპულარული, უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალება გახდა. აღნიშნულს ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ თბილისის მეტრო ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

თბილისის მეტროპოლიტენი ყველაზე სწრაფი ტრანზიტის სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

ისტორია:

1951 29 სექტემბერი – ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.

1952 იანვარი – იქნა ჩამოყალიბებული თბილისის მეტრომშენის სამმართველო.

1953 – დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.

1957 – მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სავადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო იქნა გარდაქმნილი თბილგვირაბმშენად.

1959 – განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა

1962 – შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია

1965 8 თებერვალი – მინისტრთა საბჭოს №78 დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.

1966 11 იანვარი – ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით იყო სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე.

1967 მარტი – იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე – ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბე”-ში.

1967 ნოემბერი – ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის მაშინდელი სადგურ ”ოქტომბერი”-ს (ამჟამინდერი ”ნაძალადევი”) მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.

1971 მაისი – 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.

1979 სექტემბერი – ექსპლოატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.

1985 ნოემბერი – ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის ”დიდუბე”-ის სადგურიდან სადგურ ”თემქა”-მდე (ამჟამინდელი ”გურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურ ”სამგორი”-დან სადგურ ”ვარკეთილი”-მდე.

1989 იანვარი – სადგურები „სარაჯიშვილი“ და ”ახმეტელის თეატრი”.

2000 – გაშვებული იქნა ექსპლოატაციაში ერთი უბანი ”გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.

2017 ოქტომბერი – გაიხსნა სადგური „უნივერსიტეტი“ და მანამდე ცალმხრივად გახსნილი „ვაჟა-ფშაველა“ – „გოცირიძის“ გადასარბენზე მოძრაობა გახდა ორმხრივი.

აი როგორ იხსენებს მეტროს მშენებლობის ისტორიას მაშინდელი მაშინდელი საქართველოს ცე-კას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი ნინო მჟავანაძე.

„ მეტროს მშენებებლობაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ კანდიდ ჩარკვიანის დროს დაიწყო, მან უშუალოდ მიიღო სტალინისგან თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე სიტყვირი დაპირება. გვირაბებისა და შახტების გათხრაც ნაწილობრივ მის დროს დაიწყო, მაგრამ მალე სტალინი გარდაიცვალა და მასთან ერთად მეტროს მშენებლობაც დაკონსერვდა. თანაც სსსრკ-ს კანონმდებლობით, მეტრო მხოლოდ მილიონიან ქალაქებში უნდა აშენებულიყო. თბილისში კი იმ დროს მოსახლეობა 500 000 ადამიანს შეადგენდა.

იმას, რაც თბილისში 50-60-იან წლებში ხდებოდა,მეტროპოლიტენის სრულყოფილ მშენებლობას ვერ დავარქმევთ. არ ვიცი, ამხელა მშენებლობას როგორ შეიძლება უწოდო ჩუმი,მაგრამ ყველაზე მეტად იმ სიტუაციას, რაც მაშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხდებოდა-სწორედ ეს სიტყვა უხდება. კანდიდ ჩარკვიანი რომ ვახსენე, მის დროს იქნა შახტები და გვირაბები გათხრილი.

იმპერიის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი დაკონსერვდა. ხრუშჩოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო თბილისში მეტროს მშენებლობის, —ამბობდა, რომ ეს  საქართველოსთვის ზედმეტი ფუფუნებაო.

 მას აკვიატებული ჰქონდა სამი რამ: აქ უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი საღორე, ფერმა და სიმინდის ყანები. კიდევ ე.წ. „ბომბოუბეჟიშჩები“. სხვათა შორის სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა იხსნა მეტროს მშენებლობა, თორემ ხრუშჩოვს შახტებისა და გადასარბენი გვირაბების ამოვსება უკვე დაწყებული ჰქონდა.

მამამ იგი დაარწმუნა, რომ არსებული გვირაბების გადაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა და იაფი დაჯდებოდა, ვიდრე მათი ამოვსება და სხვაგან ახლის დაწყება. ასე რომ, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ახლა უკვე გვირაბების მშენებლობისთვის დაფინანსება გაგრძელდა.

 ცხადია, მათ შორის აქაც, მეტროს მშენებლობა თბილისში პრაქტიკულად პარტიზანულად გრძელდებოდა. ბევრმა ქალაქში არ იცოდა რა ხდებოდა რუსთაველზე. მეტროს შესასვლელი და გვერდზე მდებარე სკვერი მთლიანად დახურული იყო და მხოლოდ ის ჩანდა, თუ როგორ შედიოდნენ იქ სატვირთო მანქანები და ქვიშა და ქვები გამოჰქონდათ.

მეტროს მშენებლობა მართლაც სარისკო იყო. იმ დროს ცეკას მეორე მდივანი ყოველთვის რუსეთიდან დასმული კადრი იყო, რომლის მთავარი ფუნქცია ადგილობრივ მთავრობაზე კრემლში “დანოსების” გაგზავნა იყო. ერთხელაც მართლა დაურეკა ხრუშჩოვმა მამაჩემს და უთხრა: მოსკოვში ხმების დადის, რომ თბილისში მეტროს აშენებენო. არა, რას ამბობთ, ბატონო ნიკიტა, გვირაბების ანუ თავშესაფრების მშენებლობა მიდის და მეტი არაფერიო — ასე უპასუხა მამამ. მუშებმა მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთეს და მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტროსადგური ააშენეს. მეტრო,,რუსთაველი“ ხომ 100 — მეტრზე მეტი სიღრმითაა მიწისქვეშ განლაგებული. მამამ მშენებლები იმ საგმირო საქმისთვის ორდენებით დააჯილდოვა.“

 

 

 

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.