თაფლის საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან თაფლის ექსპორტის მოცულობები 100 კგ-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა ღირებულება გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თაფლის ექსპორტის მონაცემები მცირეა, თუმცა 2019 წლიდან 2023 წლამდე ეს რიცხვი მზარდი იყო. 2024 წლის შემდეგ იანვარ-მარტის მონაცემებს თუ შევხედავთ, ექსპორტმა კლება დაიწყო. 2025 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი თაფლის საზღვარგარეთ არ გაგვიტანია, თუმცა რეექსპორტით ჯამში 5 700 დოლარის ღირებულების 500 კგ თაფლის ექსპორტი განხორციელდა. შარშან 1 კგ ექსპორტირებული პროდუქტის საშუალო ფასი 11.4 დოლარი იყო.
წელს საქართველოდან სრულად 17 300 დოლარის ღირებულების 400 კგ ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა ექსპორტზე. მიმდინარე წლის პირველი კვარტალისთვის თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა.
ქართული თაფლის მთავარი ექსპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც იანვარ-მარტში 11 400 დოლარის 200 კგ თაფლი გავიდა. წელს თაფლი ჰონ-კონგშიც გავყიდეთ 5 800 დოლარის 100 კგ.; რუსეთში კი ექსპორტი მინიმალური იყო და 100 დოლარის პროდუქტი გაიყიდა.