USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს
Date:  847

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის დროს განაცხადა.

„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს…

გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ.

ნამდვილი სომხეთისკენ გზაზე ვართ და თითქმის უკვე მივედით - სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ დემარკირული საზღვრებით. არ შევტრიალდებით, უბრალოდ არ ვამბობთ, რომ უცბად არ გაგიფუჭდეთ ხასიათი“, - განაცხადა ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატთან საუბრის დროს.

კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მან უპასუხა: „კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა - იგივე რამ იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way