USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
თბილისი
«Политика» (სერბეთი): „ევროპული მომავალი“ - სატყუარა საქართველოსთვის“
თარიღი:  527

სერბეთის გაზეთ „პოლიტიკაში“ (Политика - იბეჭდება ბელგრადში 1904 წლიდან, ერთადეთი დამოუკიდებელი გაზეთი იყო სოციალისტური იუგოსლავიის არსებობის პერიოდში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპული მომავალი“ - სატყუარა საქართველოსთვის“ (ავტორი - სლობოდან სამარჯია).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მორიგ „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. ვაშინგტონში უკიდურესად უკაყოფილონი არიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი მდგომარეობით. ქვეყანამ, რომელსაც ამჟამად დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტი სალომე ზურაბაიშვილი ხელმძღვანელობს, ერთხელ უკვე გადაიტანა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების კოშმარი (2003 წლის ნოემბერში), რის შემდეგაც საქართველომ რუსეთთან ომის საშინელი შედეგებიც გამოსცადა, ორი რუსული ორიენტაციის მქონე რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაკარგვის სახით.

ალბათ, აცნობიერებენ რა იმას, რომ რომ უკრაინის ავანტიურა უახლოვდება თავის გარდაუვალ და არასასიამოვნო ფინალს, „მესამე მსოფლიო ომის წინასწარმეტყველები“ დაუბრუნდნენ უკვე კარგად დავიწყებულ ბრძოლის ველს - კავკასიის რესპუბლიკას, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებზე მდებარეობს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. ისინი დაბრუნდნენ იმ მხარეში, რომელსაც თვაის დროზე „თვალი დაადგა“ გერმანელ ნაცისტთა ფიურერმა ადოლფ ჰიტლერმა.

ვაშინგტონის განზრახვა სპონტანურად არ გაჩენილა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა 4,6-მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც არაერთხელ განუცდია სამხედრო-პოლიტიკური ქარიშხლები ანტიკური დროიდან დღემდე, მაგრამ ის, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ამჟამად დასავლელი მეცენატებისათვის, არის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძირითადად თავი გაართვა ქაოსურ სოციალურ დაძაბულობას. ქვეყანაში შექმნილია ახალი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანებმა აზროვნება საერთაშორისო დონეზე არსებული ტენდენციების შესაბამისად დაიწყეს. გარდა ამისა, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი ასევე უკვე ადაპტირებულია თანამედროვე იდეებისა და მიმართულებებისადმი, რის გამოც საქართველო ძლიერ მოთამაშედ გადაიქცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.

მაგრამ ბევრი რამ თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება: ქართველები [რიგი მიზეზების გამო] თანდათან ივიწყებენ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების 16-წლიანი წყვეტის მიზეზებს და ბევრად უფრო პრაგმატულად უყურებენ რეალობას - ორივე მხარის - [რუსეთისა და დასავლეთის] მოქმედებას, რომლებიც ოდესღაც იდეოლოგიური საზღვრებითაც იყვნენ გამიჯნულნი. თბილისმა საკუთარი თავით აზროვნება დაიწყო და სამომავლო განვიტარების გზას ყურადღებით არჩევენ. ამ თვალსაზრისით ემზადება ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელმაც იმავდროულად შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს  საპროტესტო აქციებსა და უწესრიგობებს,

საქართველომ დიდი რყევებით გადაიტანა თავისი პირველი ფერადი რევოლუცია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ყველა ქვეყანამ გაიარა, მათ შორის ევროპაშიც - იმ ქვეყნების ჩათვლითაც, რომლებიც შემდგომში არ დათანხმდნენ ერთპოლარულ ამერიკულ მსოფლიო წესრიგს. ფერადი რევოლუციები ერთგვარი კარგი გაკვეთილი იყო, რომლიდანაც დასკვნები იქნა გამოტანილი. ძველი შეცდომების გამეორება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. დაბრუნება იმ ტრადიციული თანაცხოვრების ფესვებისაკენ და კეთილმეზობლობისაკენ, რომლის დროსაც გვერდი-გვერდ ებრძოდნენ მტრებს და დამპყრობლებს, საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქის მიერ აღიქმება როგორც სწორი არჩევანი.

თანამედროვე პოლიტიკურ არენაზე საქართველოში, დაწყებული 2012 წლიდან, მთავარი სიტყვა ეთქმის მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ შექმნილ მთავრობას, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. რუსეთისადმი დაუცხრომელმა სიძულვილმა, რომელიც ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს ახასიათებდა, უკან დაიხია და ადგილი პრაგმატული თანამშრომლობის სურვილს დაუთმო: სავაჭრო კავშირების დონე ყოფილ მეტროპოლიასთან ადრე არსებული 438 მილიონი დოლარიდან დღევანდელ მილიარდნახევარ დოლარამდე გაიზარდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დასავლურ წრეებს მმართველი პარტია პრორუსულად შეერაცხათ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველებისათვის განვითარების  ერთადერთ ვარიანტს „ევროპული ინტეგრაცია“ წარმოადგენს და ამ მხრივ „არჩევანი ხალხმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთა, თუმცა იმ დაპირებებისაგან, რასაც დასავლეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წლიდან) აღუთქვამდა, ბევრი რამ არ შესრულებულა. საქართველო არ იქნა მიღებული არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, არც ევროკავშირში... უეჭველი და აშკარაა, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ უსამართლოდ იქცეოდა, შანსებს ხელიდან უშვებდა და მხოლოდ ისევ დაპირებების პოლიტიკას აგრძელებდა... და როცა დასავლელმა სამხედრო მგეგმავ-სტრატეგებმა, რომლებიც, ალბათ, ადოლფ ჰიტლერის ოცნებებს იზიარებდნენ და ისტორიის მსვლელობის შესაცვლელად, რუსეთისადმი სამხრეთიდან დარტყმის იდეა ჩაიფიქრეს, მათ საქართველო მხოლოდ მაშინ გაახსენდათ. საქმე მხოლოდ რუსეთში კი არ არის, არამედ ეს ეხება თურქეთს, ირანს და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, [რომლებიც, დასავლეთის აზრით, ე.წ. „რუსულ ორბიტას“ უნდა ჩამოშორდნენ] - იმ თვალსაზრისით, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმპერია ირღვევა.

ამას წინათ საქართველოში ქუჩის გამოსვლები გაიმართა, რომლის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებდნენ. ეს კანონი გულისხმობს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შემოსავლები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, გამჭვირვალე უნდა იყოს, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მოქმედი ანალოგიური კანონის მსგავსად. ოპოზიციამ პროტესტი გამოხატა და კანონი პრორუსულად გამოაცხადა. ცეცხლზე ნავთი დაასხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის თვალსაზრისს. ახლა მის მიერ ცადენილი „პროევროპულ-პროდასავლური ცოდვებისათვის“ ქართული საზოგადოება პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის მთელი თაობა გაიზარდა და ახალი თაობის წარმომადგენლებს სერიოზული მიდგომები აქვთ ევროპული ინტეგრაციის რისკების მიმართ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კონსერვატიულია, ამიტომაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომლითაც თავის დროზე მას საქართველოს მონაწილეობით რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, წინააღმდეგობას წააწყდა - ქართველებმა ახალ ომში ჩაბმა არ ისურვეს.

წყარო: https://www.politika.rs/scc/clanak/630108/Podvala-Gruziji-zvana-evropska-buducnost

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 16 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, საირმის, შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქვიშხეთის, სანერგის, ღრმაღელის, ჩარგლის, ქსნის, გუდამაყრის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IX მიკრორაიონის  ოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების ოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.