თბილისის მერიის მხარდაჭერით და 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ა(ა)იპ სოკა ჯორჯია ფეხბურთის და International socca federation-ის ერთობლივი საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Gran Prix 7 გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 14 ქვეყნის 20 გუნდი, მათ შორის 7 ქართული გუნდი.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აშშ, ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მაროკო, ნიგერია, ომანი, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და ხორვატია.
ჩემპიონატის საპრიზო ადგილები და ჯილდო შემდეგნაირადგადანაწილდა:
I ადგილი: აპტოსი (საქართველო) – 10 000 ევრო
II ადგილი: ბრიჯი (საქართველო) – 5 000 ევრო
III ადგილი: კავკასიის ავტოიმპორტი (საქართველო) – 3 000 ევრო
IV ადგილი: Real Panthers (პორტუგალია) – 2 000 ევრო
ფინალის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ და გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდაძემ, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ, სოკა ჯორჯია ფეხბურთის დირექტორმა და 7X7 ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელმა ლაშა ჩალაძემ და 7X7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა და სოკა ჯორჯია ფეხბურთის დამფუძნებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა.
საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და SoccaGeorgia Football-ის ერთობლივ პროექტს, რომელშიცმემორანდუმის ფარგლებში, როგორც ადგილობრივი ორგანიზატორი ჩართულია ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაცია და საქართველო აღნიშნულ ტურნირს კიდევ 2 წლის განმავლობაში უმასპიძლებს.