USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
საბურთალოს გამგეობა რაიონში სამი ქუჩის - მერაბ ალექსიძის, ბერბუკის და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს
თარიღი:  544
საბურთალოს გამგეობა რაიონში სამი ქუჩის - მერაბ ალექსიძის, ბერბუკის და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ერთიანი პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ბერბუკის ქუჩაზე მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება ხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები.
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი; დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, რომელიც აღჭურვილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით. ასევე, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.
სამივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 2 300 000 ლარია.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. სატრანსპორტო სქემა შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიერ.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტის წევრი საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის