USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ბედი კვლავ გაურკვეველია - ხელისუფლება შეთანხმების შესაძლო ჩავარდნას ოპოზიციას აბრალებს
თარიღი:  1090

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ბედი კი კვლავ გაურკვეველია. ხელისუფლება შეთანხმების შესაძლო ჩავარდნას ოპოზიციას აბრალებს. თავად ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის მათზე გადატანის მორიგი მცდელობაა.


თავის მხრივ, ოპონენტები მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმებას ახსენებენ და აცხადებენ, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

"პირველივე დღიდან ვსაუბრობთ აი, ამ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. ეს დაადასტურა ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ელჩების დონეზე, ასევე დაადასტურეს სენატორების დონეზე, კონგრესმენების დონეზე, ევროპარლამენტარებმა, რომ ორი ნაწილი იყო და ეხებოდა პოლიტპატიმრებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე, გიორგი რურუას, აქედან გამომდინარე, არ გამოუვათ მათ პასუხიმსგებლობის მოხსნა ტავიდან,"- აცხადებს "ნაციონლაური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის