USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ISSA-ს კვლევა: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?
თარიღი:  492

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 31.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 9.6%
  • ახალი - 9.1%
  • საქართველოსთვის - 3.3%
  • ლელო საქართველოსთვის - 3.0%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.7%
  • ევროპული საქართველო - 1.4%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%
  • მოქალაქეები - 1.4%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
  • ხალხისთვის - 1.1%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%
  • გირჩი - 1.0%
  • სამართლიანობისთვის -0.4%
  • ხალხის ძალა - 0.4%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0.4%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.2%
  • კანონი და სამართალი -0.2%
  • სხვა პარტია -0.2%
  • არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%;
  • არცერთ პარტიას - 6.9%
  • უარი პასუხზე -3.6%
  • არ წავალ არჩევნებზე - 3.3%

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის