USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „თურქეთის არცთუ მომგებიანი ზაფხული“
Date:  

რუსული გაზეთის „კომერსანტის“ (КоммерсантЪ) 14 პრილის ნომრის მე-7 გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთის არცთუ მომგებიანი ზაფხული“ (ავტორი - ალექსანდრა მერცალოვა), რომელშიც რუსულ-თურქულ ტურიზმში შექმნილი მდგომარეობაა მიმოხილული.

როგორც მასალაშია ნათქვამი, რუსი ტურისტების თურქეთში გამგზავრებაზე საკმაოდ მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ასევე ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს შექმნილი არამეგობრული სიტუაცია - პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ გადადგმული ანტირუსული ნაბიჯები - უკრაინელი ნაცბატალიონის „აზოვის“ მეტაურების გათავისუფლება კრემლის დაუკითხავად, თურქეთის თანხმობა შვედეთის ნატოში მიღების თაობაზე და სხვა.

„რუსულ სოციალურ ქსელებში ბოლო თვეებში გახშირდა მოწოდებები „თურქული მიმართულების აკრძალვაზე“ და რომ უკვე დგება არამეგობრული თურქეთისათვის სამაგიეროს გადახდის დრო.

მართლაცდა, რუსული ტურიზმის თურქულ მიმართულებაში სიტუაცია არასახარბიელოა. თურქული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ქვეყნის სანახავათ 640 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა, რაც ერთი მესამედით ნაკლებია ყველაზე უხვტურისტიან 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.

რუსულ-თურქულ ტურისტულ ურთიერთობებში პოლიტიკური ფაქტორის როლის მნიშვნელობა საკმაოდ ანგარიშგასაწევია. მაისში ბევრს ლაპარაკობდნენ რუსი ტურისტების სიმცირეზე, რომელიც თურქეთში საპრეზიდენტო და საპლამენტო არჩევნების დაძაბულობით იყო გამოწვეული - ვაითუ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დესტაბილიზაცია დაიწყოსო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ხაზგასმულია აგრეთვე, რომ თურქეთის საწინააღმდეგოდ, რუსი ტურისტების რაოდენობამ სწრაფად მოიმატა ინდონეზიაში, რითაც ისტორიული რეკორდი დამყარდა. „კუნძულ ბალის გუბერნატორმა ვაიან კოსტერმა ისიც კი მოითხოვა, რომ ზომებია მისაღები მათი შემცირების მიზნით - რუსებს ვიზები უნდა ჩამოვართვათ და ისინი უკან უნდა დავაბრუნოთო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ კავკასიურ სახელმწიფოში რუსეთისა და ქართული ავიაკომპანიების ფრენები გრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ლაპარაკს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის  წესების გამკაცრების შესახებ“, ნათქვამია სტატიის დასარულს.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/6084794

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way