USD 2.7561
EUR 3.0232
RUB 3.2005
9 °C
თბილისი
«Известия» (რუსეთი): „პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს“
თარიღი:  381

„საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, რომელშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელებულია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება. არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თბილისიდან შემრიგებლური განცხადებები ისმის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით“, - ნათქვა,ია რუსეთის გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს“ (ავტორი - ქსენია ლოგინოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ციტირებულია ქართველი პოლიტიკოსების („ქართული ოცნების“ ლიდერების) განცხადებები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცულებლობაზე., აშშ-სთან და ევროკავშირთან დამოკიდებულების „გადატვირთვაზე“, ნატოსთან და ჩინეთთან კავშირების გაღრმავების თაობაზე.

სტატიაში ყურადღება ეთმობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც „დიდი ხმაური გამოიწვია“ - ოსებისადმი 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით. „პატიების თხოვნისა და ბოდიშის თაობაზე საქართველოში დიდი სკანდალი ატყდა. ოპოზიციამ ხელისუფლება „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულა და ქართული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - რუსეთისადმი დათმობის მომზადებაში. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმაც ხმა ამოიღო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „ომის გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა.

აფხაზეთში, მართალია, დადებითად შეაფასეს თბილისთან ურთიერთობის მოგვარების იდეა, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ არავითარი ინტეგრაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. როგორც სოხუმში არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, „მხარეთა შორის ახალი ურთიერთობების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“. მსგავსი პოზიცია აქვთ ცხინვალშიც.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერი ინფორმაციის ინსტიტუტის ახლო და პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის რაზილ გუზაეროვის თქმით, რუსეთმა და საქართველომ ბოლო წლებში ურთიერთობა საგრძნობლად გააუმჯობესეს - განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა, გაფართოვდა ვაჭრობა და ტურიზმი, შესაბამისად, გაღრმავდა ეკონომიკური თანამშრომლობა.

„საქართველოს პოზიცია რუსეთის მიმართ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს. რუსული საექსპერტო საზოგადოება თბილისისადმი, ასე ვთქვათ, სიმპათიურად არის განწყობილი. გაჩნდა ბევრი ვარაუდი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესაძლო გაუმჯობესების შესახებ“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი, თუმცა იგი თვლის, რომ თბილის-მოსკოვის სრულ სოლიდარობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის მომენტი, რომ მხარეთა პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის მიმართ უკიდურესად წინააღმდეგობრივია: რუსეთისთვის ეს სახელმწიფოები დამოუკიდებლები, სუვერენულები არიან, რაც ოფიციალურად უმაღლეს დონეზეა დაფიქსირებული (პრეზიდენტის ბრძანებულებით), ისინი კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ, ხოლო საქართველოსთვის - დაკარგული ტერიტორიები არიან, ეროვნული ტრამვის გამომწვევნი“, - აღნიშნავს რაზილ გუზაეროვი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ეს განსხვავებები ნათლად გამოჩნდა გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიის დროს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა - აფხაზეთმა და სამხრეთ ისეთმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ფორმატით განახორციელონ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაო. მინისტრის ნათქვამის პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ მიზნით რუსეთიც ვალდებულია განსაზღვრული და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვთქვათ, ჯარები გაიყვანოს აფახაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“. პრიორიტეტების ამგვარი კონფიგურაციით ძნელია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო და რუსეთი რაიმე კომპრომისამდე მივლენ“, - ამბობს რაზილ გუზაეროვი „იზვესტიასთან“ საუბრის დროს.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, რომ დათმობაზე ერთ-ერთი მხარე მაინც წავიდეს, მაგრამ არც საქართველო და არც რუსეთის ამჟამად კომპრომისებისათვის მზად არ არიან.

„საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. ალბათ, სწორედ ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის იდეას 2008 წლის ომისათვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მან განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის დასავლური ვექტორი ქვეყნისათვის კვლავ საკვანძოდ რჩება, ამიტომ პრორუსულ გადახრაზე ლაპარაკი ზედმეტი და უადგილოა.  დიახ, საქართველოს ხელმძღვანელების რიტორიკაში შეიმჩნევა, რომ ისინი ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან ურთიერთობაში არსებული ზოგიერთი პრობლემა, მაგრამ მათი რიტორიკა შეიძლება კონიუნქტურული იყოს“, - ასკვნის ექსპერტი.

ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე „იზვესტიასთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. „შესაძლოა, არის იმის შეგრძნება, რომ აუცილებელია რეალურად დაიწყოს იმ საკითხების მოგვარება, რაც ქართველებს აწუხებთ - სხვადასხვა პოლიტიკური [და სოციალური] პრობლემებისა,  მაგალითად, უმუშევრობისა... [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის] ინტეგრაციის საკითხს კი პრიორიტეტებში არც პირველ, არც მეორე  და არც მესამე ადგილზე არ ვხედავთ. ალბათ, „ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ინტეგრაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ალიანსებში [ნატოში და ევროკავშირში] გაწევრიანება. შესაბამისად, ხელისუფლება ამ თემების გააქტიურებას ცდილობს... თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ-ჯერობით არ მიღებულა“, - განმარტავს ექსპერტი.

არჩილ სიხარულიძის თქმით, ამჯამად ძნელია იმის პროგნოზირება, რის გაკეთებაა დაგეგმილი. მან გაიხსენა, რომ ის ადამიანები (ვთქვათ, პაატა ზაქარეიშვილი), რომლებიც ხელისუფლებას ამ საკითხებით რეალურად დაკავებას სთავაზობდნენ და მოუწოდებდნენ, კოალიციიდან გააძევეს. დღეს-დღეობით ნებისმიერი განცხადება ყველა მხრიდან ქართულ სადღეგრძელოს ჰგავს“, - თვლის არჩილ სიხარულიძე.

„პოლიტიკური კულტურა საქართველოში, ზრდის ნაცვლად, დაბლა ეცემა და ისეთ პოპულისტურ დაპირებებად იქცევა, რომელთა რეალურად შესრულება შეუძლებელია. ასეთ დაპირებებს პარტიაში და სახელმწიფოში კრიზისის გამოწვევა შეუძლია“, - ასკვნის სპეციალისტი.

წყარო: https://iz.ru/1771319/ksenia-loginova/rasstavili-prioritety-gruzia-zahotela-normalizacii-s-rossiei

 

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.