USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
«Известия» (რუსეთი): „დასავლეთი თბილისისაგან მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს“
дата:  449

რუსული პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციების ყოფნას, რომელთა წევრები ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციების დაცვის საკითხები განიხილეს.

გაზეთი „იზვესტია“ (Известия) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სიცოცხლისა და სანქციების საკითხი: რისთვის იმყოფებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციები საქართველოში // დასავლეთი თბილისისაგან მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს“ (ავტორი - იგორ კარმაზინი).

„საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების გაერთიანებული დელეგაცია ჩაფრინდა. მათი მთავარი მიზანია დაარწმუნონ თბილისი იმაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქნციები დააწესოს და იმავდროულად უარი თქვას სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტზე რუსეთის მიმართულებით. დასავლელმა ვიზიტორებმა შეხვედრები გამართეს პრემიერ-მინისტრთან, დარგობრივ მინისტრებთან და ქვეყნის გენერალურ პროკურორთან“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც დასახელებულია დელეგაციის წევრების ვინაობა და გადმოცემულია მათი შეხვედრების შედეგები.

პუბლიკაციაში არის ექსპერტთა კომენტარებიც:

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო“) რეგიონული უსაფრთხოებისა და კავკასიის პრობლემების ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლაი სილაევის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის მოქმედების ლოგიკა გასაგებია.

„თუ საქართველო დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდება, ეს რუსეთზე პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს, რადგან მოსკოვს ბევრი სხვა ეკონომიკური პარტნიორი ჰყავს. რაც შეეხება თვით საქართველოს, მისთვის ანტირუსული პოლიტიკის გატარება ზიანის მომტანი იქნება და დიდ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს“, - აცხადებს ექსპერტი და ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის ზეწოლა საქართველოზე სამომავლოდ გაიზრდება. „ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე დასავლეთის ქვეყნები უფრო აქტიურად შეეცდებიან სანქციური ინსტრუმეტებით სარგებლობას. მაგალითად, შემოიღებენ რაღაც შეზღუდვებს, ქართველი ლიდერების წინააღმდეგ მიმართულს. არ გამოვრიცხავ, რომ დაბლოკონ „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დასავლეთის ბანკებში“, - ამბობს ნიკოლაი სილაევი.

ქართველი პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების ტაქტიკა იცვლება. „ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ გამოცადეთ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, დეზინფორმაციის ნაკადი... დასავლეტს ასეთმა მოქმედებამ არაფერი შედეგი არ მოუტანა. ახლა, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების იმიტაცია დაიწყეს, „კეთილი სურვილებით“ მოდიან... რაღაცეებს გვპირდებიან, ალბათ. მაგალითად, ანტირუსულ სანქციებს თუ მივუერთდებით, დასავლეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს... ჩვენ უკვე მოვისმინეთ ევროჩინოვნიკების შესაბამისი განცხადებები“, - ამბობს ექსპერტი.

თუმცა, როგორც შოთა აფხაიძე თვლის, საეჭვოა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნეს.

„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ ხელმძღვანელობს და მოქმედებს ქვეყნის პრაგმატული ინტერესებით. რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კი, დიდი ალბათობით, არაფრის მომცემი არ არის“, - ასკვნის ექსპერტი

წყარო: https://iz.ru/1536292/igor-karmazin/vopros-zhizni-i-sanktcii-dlia-chego-delegatcii-es-i-ssha-prileteli-v-gruziiu

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати