უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ ომის გაგრძელება არ შეგვიძლია. შუამავლობისთვის და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოდით, ამისთვის ვილოცოთ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოგვიანებით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ცეცხლი პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.
წყარო:https://www.reuters.com
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.