USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
BMG: რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება - 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით ხარჯები დამატებით 400 მლნ-ით ₾30.9 მილიარდამდე იზრდება
თარიღი:  250

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი გაუგზავნა, რომლითაც ასიგნებების მოცულობა წინა წარდგენის ბიუჯეტთან 400 მილიონი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება.

სამინისტროებს შორის თანხების ცვლილება ასეთია - მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით, მესამე წარდგენის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტად 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი ემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს კი 22.5 მილიონი ლარი. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება უწყებებს, რომელთა ბიუჯეტიც მცირდება, ასეთია ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც წინა წარდგენის პროექტთან შედარებით 214 მილიონი ლარი აკლდება. 47.6 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს აკლდება.

წყარო:https://bm.ge/

სამინისტრო დაფინანსება 2026 წელს ლარებში (მესამე წარდგენის ბიუჯეტით) სხვაობა ზრდა/კლება მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით ლარებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 9,668,640,000 +47,880,000
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3,113,650,000 +16,800,000
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2,702,198,000 +86,889,000
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1,890,000,000 +90,000,000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1,547,000,000 +74,000,000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 928,550,000 -213,950,000
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 808,161,000 -47,600,000
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 443,235,000 +800,000
საქართველოს კულტურის სამინისტრო 364,835,000 +45,558,000
საქართველოს სპორტის სამინისტრო 325,310,000 +29,900,000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 225,000,000 +5,000,000
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო 132,900,000 +22,500,000
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 130,000,000 0
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის