გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აპრილს საქართველოში ამინდი ღამით უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +13, +18°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°.
თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8°, დღისით +14°.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.