USD 2.8448
EUR 2.9182
RUB 2.7683
თბილისი
«TRT-Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu» (თურქეთი): „არჩევნები ამერიკაში: დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი?“ (ანალიზი//თურქული ხედვა)
თარიღი:  783

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არჩევნები ამერიკაში: დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი?“, რომელშიც გადმოცემულია თურქი პოლიტოლოგის ჯან აჯუნის თვალსაზრისი და რომელიც, გარკვეულწილად, აშშ-ის არჩევნების შესახებ თურქულ ოფიციალურ ხედვად შეიძლება ჩაითვალოს..

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესი უკვე ძალიან ახლოსაა. მოახლოებული არჩევნებით ქვეყნის მე-60 პრეზიდენტი გამოვლინდება. თუმცა, ის მოვლენები, რომლებმაც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აიძულა ჯო ბაიდენი  საარჩევნო მარათონი დაეტოვებინა, აჩვენებს რომ საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივად არ წარიმართება. დემოკრატების ლიდერები ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას ამზადებიან. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

აშშ ემზადება ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში წარმომადგენელთა პალატის, სენატის და სხვადასხვა შტატისა და ადგილობრივი დონის არჩევნებთან ერთად 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება. რესპუბლიკელების კანდიდატის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია და ის არის დონალდ ტრამპი, მაგრამ დემოკრატებს შორის გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. პარტიის ლიდერებმა და აშშ-ს ისტებლიშმენტმა ზეწოლა მოახდინეს ჯო ბაიდენზე და საბოლოოდ აიძულეს ის კანდიდატურა მოეხსნა. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კანდიდატად წარადგინონ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. იგი იმ შემთხვევაში  გახდება დემოკრატების ოფიციალური კანდიდატი, თუ დელეგატებისგან საკმარის ხმებს მიიღებს დემოკრატების ეროვნულ კონგრესზე. ამრიგად, აშშ-ის მე-60 პრეზიდენტი ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი იქნება. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმეს არ მოკლავენ.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა

აშშ-ში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე გამოხმაურებები გრძელდება. გაირკვა, რომ თავდასხმა 20 წლის ახალგაზრდამ, სახელად თომას მეთიუ კრუკსმა განახორციელა და დონალდ ტრამპი, რომელიც ზოგის აზრით შემთხვევით, ზოგის აზრით კი ღვთის ჩარევით გადარჩა, საბოლოოდ მისი ამომრჩევლის თვალში გმირი გახდა. რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტის დროს მისი მოქმედებაც ეფექტური იყო.

აშშ-ს საზოგადოება დიდი ხანია პოლარიზებულია. დემოკრატებად და რესპუბლიკელებად დაყოფილი მასები რეალურად ებრძვიან ერთმანეთს გარკვეული ღირებულებების გარშემო. კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც თავს იჩენს როგორც ტრამპიზმი, არის ჯგუფი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ამერიკას, ფოკუსირებულია ოჯახზე, ეწინააღმდეგება აბორტს და ლიბერალურ ღირებულებებს და განსაკუთრებით შორს არის ჰომოსექსუალიზმისგან და ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ეწინააღმდეგება ემიგრანტებს და ლტოლვილებს და ხედავს მათ როგორც საფრთხეს შეერთებული შტატების მომავლისთვის.   მეორე ჯგუფი ლიბერალები, რომლებიც დემოკრატებად გვევლინებიან, ემიგრანტებსა და ლტოლვილებს პრობლემად არ აღიქვამენ და ჰომოსექსუალობას ცხოვრების ახალ წესად თვლიან. ორივე მხარე მტრულად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ. ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ სიტუაციას.

თუმცა, სხვა რეალური საფრთხე არის აშშ-ს ისტებლიშმენტი და ტრამპის ბრძოლა მათთან. პოლიტიკიდან და ბიუროკრატიიდან დაწყებული მედიით დამთავრებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ებრძვის დამკვიდრებულ წესრიგს და რომ თუ ის კვლავ პრეზიდენტი გახდება, შეეცდება ამ ჯგუფების ლიკვიდაციას. ბუნებრივია, ეს ჯგუფებიც ტრამპს დიდ საფრთხედ აღიქვამენ და ცდილობენ ხელი შეუშალონ მას გახდეს პრეზიდენტი. კამალას ნაბიჯიც არ არის დამოუკიდებელი ამ ჯგუფებისგან. მაგრამ საბოლოო სიტყვას ამერიკელი ხალხი იტყვის. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/t-urk-uli-presa/2024/07/26/ak-tualuri-t-emis-analizi-30-2024-2167785

 

ბიზნესი
კომპანია Meta-მ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამები

კომპანია Meta-მ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პროგრამები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ „სამართლებრივი და პოლიტიკის ლანდშაფტი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ძალისხმევის გარშემო იცვლება“.

მანამდე უმსხვილესმა ამერიკულმა კვების კომპანია „მაკდონალდსმა“ ოთხი წლის შემდეგ მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

როგორც „მაკდონალდსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე უარს იტყვის კომპანიის უმაღლესი რგოლის დონეზე. ეს პროგრამა შეჩერდება კვების ობიექტების მიმწოდებლებისთვისაც, რომლებსაც ადრე კომპანია უმცირესობების დასაქმებისკენ მოუწოდებდა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.