USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
BMG: რატომ გადაწყვიტა თორნიკე შენგელიამ არქის "გრანდ ავენიუში" ინვესტირება?
თარიღი:  481

თორნიკე შენგელია, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, დეველოპერული კომპანია "არქის" მასშტაბური პროექტის, "გრანდ ავენიუს" ინვესტორი გახდა. რატომ გადაწყვიტა სპორტსმენმა უძრავი ქონების ბიზნესში შესვლა და რატომ "არქი" - ამ საკითხებზე სასაუბროდ BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" გუნდი ეროვნული ნაკრების კაპიტანს ბარსელონაში ეწვია.

როგორც თორნიკე შენგელია ჰყვება, ბოლო წლებში თავის პოსტ-სპორტულ კარიერაზე ფიქრი აქტიურად დაიწყო, სამაგალითო სპორტსმენებზე დაკვირვებით კი არჩევანი უძრავი ქონების სექტორზე შეაჩერა.

"ალბათ ყველა სპორტსმენისთვის განსხვავებული პერიოდია, თუ როდის უნდა დაიწყოს პოსტ-სპორტულ კარიერაზე ფიქრი, მაგრამ მე ვიტყოდი, რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ბოლო 7-10 წელია უკვე აქტიურად ვფიქრობ ამაზე. ჩემთვის გამორჩეულია ზაზა ფაჩულიას მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმართა მან თავისი სპორტული და შემდგომი კარიერა. გამიმართლა, რომ ზაზა იმ გზას გადის, რაც მე და კიდევ ბევრმა ახალგაზრდა კალათბურთელმა უნდა გავიაროთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილების გაზიარება. ყოველთვის გინდა, თავი აარიდო იმ შეცდომებს, რაც შენმა წინამორბედმა დაუშვა და მეც ზაზასგან დიდი ცოდნა მიმიღია, ვიტყოდი, რომ ძალიან მაგარი კარიერა ჰქონდა კალათბურთში, ყველაზე მაგარი ალბათ ქართველი სპორტსმენებიდან, და ისეთ ტალღაზეა რომ მგონი ბიზნესშიც იგივე თუ არა, უკეთესი კარიერაც ექნება.

"არქის" მიმართაც ზაზას გამოცდილების გაზიარების შემდეგ გამიჩნდა ძალიან დიდი ინტერესი. შიოსგან (ხეცურიანი - არქის გენერალური დირექტორი) ამ პროექტის შესახებ იმხელა ინფორმაცია მივიღე, ძალიან დამეხმარა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში და კულმინაცია იყო ილიასთან (წულაია - არქის დამფუძნებელი) შეხვედრა, რომელმაც ეს ბოლო ბიძგი მომცა, შევსულიყავი ამ პროექტში და ვყოფილიყავი ინვესტორი", - ამბობს თორნიკე შენგელია.

კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი აღნიშნავს, რომ "გრანდ ავენიუში" ინვესტირება მისთვის ყველაზე მასშტაბურია, რაც დეველოპერული კომპანიისადმი მაღალმა ნდობამ და პროექტის კონცეფციამ განაპირობა.

"ვიტყოდი, რომ ალბათ ეს მასობრივად ჩემი ყველაზე დიდი ინვესტიციაა. მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციას როდესაც აკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას, ასევე ხარისხს, თუ რა ხარისხის პროდუქტს ქმნის ბიზნესი. ჩემთვის "არქი" არის კომპანია, რომელიც სანდოობას, ხარისხს და გრძელვადიან ხედვას აერთიანებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნამდვილად თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქმნება ახალი ცენტრი თბილისში. ჩემი აზრით ეს პირნათლად ჩანს და "გრანდ ავენიუ" მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და ხარისხიანი საცხოვრებელი პროექტი, რაც, ჩემი აზრით, აერთიანებს სიმყუდროვეს, სტაბილურობას და ბუნებასთან კავშირს.

იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება პირველი ბევრიდან", - ამბობს თორნიკე შენგელია.

"გრანდ ავენიუ" "არქის" ახალი, ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება. ბინა "გრანდ ავენიუზე", ქალაქის ახალ ცენტრში, კომპანიისთვის ყველაზე მოთხოვნად პროექტად იქცა და 5 საათში 644 ბინა გაიყიდა, რაც "არქისთვის" ახალი რეკორდია.

"გრანდ ავენიუს" პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც კომპლექსს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. უმაღლესი დონის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, მოეწყობა უნიკალური ინფრასტრუქტურა: 75% გამწვანება და რეკრეაცია; საერთო სამუშაო სივრცეები; ღია და დახურული აუზები, სპა; პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი - კაფეები, რესტორნები და საკვები ობიექტები; სპორტული მოედნები - ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის