USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
"ქართული ცემენტის" შემოსავალმა 565 მილიონს ლარს მიაღწია
თარიღი:  373

საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესმა მწარმოებელმა “ქართული ცემენტი” (ყოფილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 564.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51.2 მილიონი ლარით მეტია.

ამასთანავე, კომპანიის წმინდა მოგებამ 96.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 129.4 მილიონი ლარის მოგებასთან შედარებით შემცირებულია.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება 611.9 მილიონი ლარს შეადგენს.

გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას "ახალი ჰანიველ ცემენტის" სახელით სთავაზობს. 2024 წლის დეკემბერში შეიცვალა ჯგუფის აქციონერების სტრუქტურა, რის შედეგადაც ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" კუთვნილი კომპანია Park Street Capital Sarl-ი ფლობს კომპანიის 50.5%-იან წილს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ფლობს კომპანიის 49.5%-ს.

2023 წელს „ქართულმა ცემენტმა“ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჯამში 564.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის 513.5 მილიონ ლართან შედარებით 51.2 მილიონი ლარით (10%) მეტია.

შემოსავალი სხვადასხვა სეგმენტიდან ასე გადანაწილდა:

  • ცემენტი – 328.9 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 315.1 მილიონ ლართან შედარებით 13.8 მილიონი ლარით (4.4%) მეტია.
  • ბეტონი – 174.7 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 133.4 მილიონ ლართან შედარებით 41.3 მილიონი ლარით (31%) ზრდას წარმოადგენს.
  • კლინკერი – 49.2 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 37.1 მილიონ ლართან შედარებით 12.1 მილიონი ლარით (32.6%) მეტია.
  • კირქვა – 1 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 0.8 მილიონ ლართან შედარებით 0.2 მილიონი ლარით (25%) გაზრდილია.
  • სხვა მომსახურებები – 10.9 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 27.1 მილიონ ლართან შედარებით 16.2 მილიონი ლარით (59.8%) ნაკლებია

რაც შეეხება ხარჯებს ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთავარი ხარჯი საწვავთან არის დაკავშირებული, რამაც 2023 წელს 76 მილიონი ლარი შეადგინა. ნედლეულის ხარჯი 67 მილიონი ლარი იყო, ნედლეულის ტრანსპორტირების ხარჯი კი 54 მილიონი ლარი, კომპანიას ასევე გააჩნდა 44 მილიონი ლარის ელექტროენერგიის ხარჯი, სახელფასო ხარჯები კი 33 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2023 წელს საწვავის წყაროების დივერსიფიკაცია მოახერხა, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებიდან ნახშირის შეძენის გზით. კომპანია ამ მხრივ საქართველოში ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელია.

თბილისი
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.