USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
„პუტინის გეგმა „ბ“, როგორ დააბრუნოს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში“ - «BBC news»
თარიღი:  210

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინის გეგმა „ბ“: როგორ შეცვლის უკრაინის ომის მიმდინარეობას დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნება თეთრ სახლში“ (ავტორი - ენტონი ზურკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

დონალდ ტრამპს, თავისი ხანმოკლე, მაგრამ აქტიური და დატვირთული პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არაერთხელ გამოუმჟღავნებია მიდრეკილება ვლადიმერ პუტინის მიმართ - სიმპათიური დამოკიდებულების გამოხატვით.

2018 წელს, ფინეთში, რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს დონალდ ტრამპმა დაუჯერა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უარყო რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ ფაქტიურად აშშ-ის პრეზიდენტს თავისივე დაზვერვის მიერ მოწოდებული ცნობებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ალბათ, ისევ გახდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. მით უმეტეს, რომ ასეთი კურსის მხარდასაჭერად მზადაა როგორც რესპუბლიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ასევე საკმაოდ ბევრი რესპუბლიკელი კონგრესმენი.

დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც მან ამას რამდენიმე დღის წინათ „სი-ენ-ენ“-ის მიერ ჩატარებულ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააჟღერა, კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავიანთ სიმართლეში ისინი, ვინც ხაზს უსვამს ტრამპის მეგობრულ განწყობებს პუტინის მიმართ: ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია ომი 24 საათში დაასრულოს, მაგრამ არ უთქვამს, თუ როგორ განახორციელებს. მან არ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება და ამის ნაცვლად დაიჩივლა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ ხარჯებს მოითხოვს: „იარაღი ჩვენთვისაც კი არ გვყოფნის, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც სხვებს ვაძლევთ“, - თქვა დონალდ ტრამპმა და ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა - „მცირე წვლილი შეაქვთ კიევისათვის დახმარებაშიო“.

ტრამპი როგორც პუტინის გეგმა „ბ“

მართალია, კონგრესმა მხარი დაიჭირა უკრაინის დასახმარებლად მილიარდობით დოლარის გამოყოფას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნება არჩეული, მას შეუძლია დახმარების გაწევა დააყოვნოს ან საერთოდ შეწყვიტოს კიდეც. როცა თეთრ სახლს მეთაურობდა, მას არაერთხელ გადაუდგამს მსგავსი ნაბიჯები: კონგრესი იწონებდა რომელიმე ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებას, პრეზიდენტი კი აბრკოლებდა.

დონალდ ტრამპის ზოგიერთმა თანაპარტიელმა კოლეგებმა სწრაფად დაგმეს მისი გამონათქვამები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად შესაძლებელია - უფრო სწორად, მოსალოდნელიც კი - რომ კიევისადმი მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან მართლაც შეიძლება სრულიად შეწყდეს, თუ დონალდ ტრამპს 2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტად ისევ აირჩევენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, კიევის თხოვნებზე ვაშინგტონის უსიტყვო თანხმობა უკვე აღარ იქნება. ასევე არ იქნება ის ტიტანური ძალისხმევა, რასაც აშშ მიმართავს ერთიანი ანტირუსული ფრონტის განსამტკიცებლად თავის ევროპელ მოკავშირეებთან, სანქციების საკითხში.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც უკრაინისადმი გაწეულ დახმარებას აფართოებს, შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების ჩათვლით, შეშფოთებას გამოხატავენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის სავარაუდო ახალი ვადა კიევისათვის ცუდი ამბების მომასწავებელი იქნება. „თუ ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, მაშინ ომი რუსეთის პირობებით დასრულდება, რაც დასავლეთისათვის ყველაზე უარეს კოშმარს ნიშნავს“, - ამბობს ალექს იანგერი, ბრიტანეთის დაზვერვის უწყების MI6-ის (Military Intelligence) ყოფილი ხელმძღვანელი.

ვლადიმერ პუტინს გეგმა „ბ“ არ ჰქონდა, როცა იგი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ ახლა აქვს და ეს გეგმა იმაში გამოიხატება, რომ იგი დაელოდება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას.

დახმარების შეწყვეტა ომის დასასრულს ნიშნავს?

ამერიკული საზოგადოება მაინცდამაინც დიდად არ უჭერს მხარს უკრაინისადმი დახმარებას. მიმდინარე კვირაში კომპანია Pew Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობას სურს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება საშინაო პრობლემების მოგვარებას დაუთმოს.

თუმცა როგორც ჯეფრი თრეითსმანი, კონეკტიკუტის შტატში მდებარე ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, იგი დარწმუნებული არ არის, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა ავტომატურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება წლობით და ათწლეულობითაც კი გაგრძელდეს: „უკრაინელები ძალიან გაბედულად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. ეს გამოჩნდა ომის დასაწყისშიც, როცა დასავლეთი უკრაინას მინიმალურად ეხმარებოდა. უკრაინას ექნება ომის გაგრძელების პოტენციალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ დახმარებას შეუწყვეტს“.

კიევი, ალბათ, შეშფოთებულია ასეთი პერსპექტივით, მაგრამ არ იმჩნევს. დონალდ ტრამპის კომენტარებიდან მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისის“ განუცხადა, რომ იგი მშვიდად უყურებს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებს: „მანამდე ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტია დარჩენილი და განა ვინმემ იცის სად ვიქნებით ერთი წლის შემდეგ? მე უფრო იმის იმედი მაქვს, რომ არჩევნების დროისთვის ჩვენ უკვე გავიმარჯვებთ“.

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.