USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
პირველი კოლმეურნეობები და მათი სახელები გორის რაიონში
дата:  1476

,ამხანაგებო, მიესალმეთ დიდი ოხერის ბერიას სახელობის კოლმეურნეობას!" - გაისმა ტრიბუდნიდან

,,- ვაშაა, ვაშაა" - შეეგებნენ მშომელებს.

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

,,- ვაშაა, ვაშაა" - კვლავ აგუგუნდა ხალხი.

ეს ამბავი სოფელ ხიდისთავში, იურისტმა მერაბ დაღელაშვილმა მოგვიყვა. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა სოფელ ოხერის ბედი, როდესაც ეს დასახლება ხიდისთავთან ოფიციალურად 

 

გაერთიანდა. დიდი ხანია გორის რაიონის რუკაზე სოფელი ოხერა აღარ არსებობს. ის ამჟამად ხიდისთავის ერთ-ერთი უბანია.

,,ეს ისტორია მეც გადმოცემით ვიცი. როცა გაანალიზეს, თუ როგორ გამოაცხადეს კოლმეურნეობა, ბუნებრივია, ვიღაცას კარგი დღე არ დაადგებოდა. ბერია და სტალინის ასე მოხსენიება, არავის ეპატიებოდა. როგორ შეიძლებოდა იმ დროს იმის თქმა, რომ დიდი ოხერი ბერია ან პატარა ოხერი სტალინი" - ამბობს და იცინის მერაბ დაღელაშვილი.

პირველი კოლმეურნეობები


გორის რაიონში პირველი კოლმეურნეობები 1928 წელს შეიქმნა. ამის შესახებ სტატისტიკის სამსახურის მიერ ჯერ კიდევ 1986 წელს გამოცემულ კრებულშია აღნიშნული. სტატისტიკურ მონაცემებში დაცულია ცნობა, თუ რა სახელწოდებით იყო ცნობილი პირველი კოლმეურნეობები გორის რაიონში.

ამ მონაცემის მიხედვით, პირველი კოლმეურნეობა შეიქმნა ახრისში, რომელსაც ეწოდა ,,წითელი ვარსკვლავი’’, მაისში შეიქმნა ახალუბნის ,,წითელი სოფელი’’, პატარა გარეჯვარში ,,კომუნის გზა’’. 1928 წელსვე თორტიზაში დაარსდა კოლმეურნეობა ,,თორტიზა". იმავე წლის ოქტომბერში კიდევ ოთხი კოლმეურნეობა შეიქმნა.

რაც შეეხება მომდევნო წელს, 1929 წელს - 6 კოლმეურნეობა შეიქმნა. 1930 წელს კი, ყველა სოფელი კოლმეურნეობაში გაწევრიანდა და დასრულდა კოლექტივიზაცია, რასაც მდიდარი და შეძლებული გლეხებისგნ ქონების ჩამორთმევა ახლდა თან.

კოლმეურნეობებმა თითქმის 1988 წლამდე იარსებებს. 1985 წლის მონაცემებით, ერთ სამუშაო დღეში ყველაზე ძვირს იხდიდნენ ხელთუბანში - 9.94 მანეთი. შემდეგ ტყვიავში- 9.18 მანეთი. ყველაზე იაფი იყო ხიდისთავში - 4.72 მანეთი. ქვახვრელში ერთი შრომა დღე ღირდა - 4.73 მანეთი. ატენში - 4.53 მანეთი.

კოლმეურნეობები და მათი სახელები:


ქვეში - ,,წითელი ქართლი’’
ფლავისმანი - ,,წითელი შრომა’’
სათემო - ,,გლეხის ოჯახი’’
ციცაგიაანთკარი - ,,ახალი ნაბიჯი’’
ქვემო არცევი - ,,ვარდიანი’’
ახალუბანი - ,,წითელი სოფელი’’
აძვი - ,,აძურა’’
მუმლაანთკარი - ,,26 კომუნარი’’
ჯარიაშენი - ,,შრომის გზა’’
ახრისი - ,,წითელი ვარსკვლავი’’
პატარა მეჯვრისხევი - ,,მომავალი’’
მეჯუდის პირი - ,,წითელი ნაპერწკალი’’
ჩახრის უბანი - ,,შრომა’’
ქეციხურის უბანი - ,,სინათლე’’
მექვაბიანთ უბანი - ,,მაგალითი’’
ზერტი - ,,შრომა’’
კირბალი - ,,ჯეჯილი’’
კვარხეთი - ,,აქტივი’’
დიდი ბერშუეთი - ,,მე-2 ხუთწლედი’’
პატარა ბერშუეთი - ,,მოხალისე’’
ზემო სობისი - ,,ვოროშილოვი’’
ქვემო სობისი - ,, ერთგული’’
ქვ. ახალსოფელი - ,, წითელი მემინდვრე’’
ზეღდულეთი - ,,მეურნე’’
ხელთუბანი - ,,განთიადი’’
თორტიზა - ,,წითელი თორტობა’’
დიდი მხურვალეთი - ,,1 მაისი’’
პატარა. მხურვალეთი - ,,სტალინი’’
ახ. მხურვალეთი - ,,ლენინის სკოლა’’
ნადარბაზევი - ,,ბერია’’
ზეგარდი - ,, სინათლე’’
შავშვები - ,,გზა სოციალიზმისკენ’’
ნაწრეტი - ,,კომუნის გზა’’
ებრაელები - ,,ა’’- კოფედერატი
წითელუბანი - ,,ბერია’’
ავაზანი - ,,მშრომელი’’
ბერბუკი - ,,ბერია’’
სვენეთი - ,,წითელი ვარსკვლავი’’
ზემო რეხა - ,,ახალი გზა’’
ქვემო რეხა - ,,შრომა’’
ვარიანი - ,,შრომის სოფელი’’
არაშენდა - ,,აღორძინება’’
ახალდაბა - ,,წითელი სხივი’’
შინდისი - ,,ახალი ცხოვრება’’
ფხვენისი - ,,მნათობი’’
საქაშეთი - ,,შრომა’’
ყელქცეული - ,,სიმართლე’’
ნიქოზი - ,,განთიადი’’
ზემო ნიქოზი - ,,გლეხის იმედი’’
ზემო ხვითი - ,,სიხარულით სოციალიზმის გზა’’
ქვემო ხვითი - ,,სახელმწიფო სვლით სოციალიზმისკენ’’
ტირძნისი - ,,კავკასიონი’’
ბროწლეთი - ,,ახალი ქვეყანა’’
მეღვრეკისი - ,,ტრაქტორისტი’’
თერგვისი - ,,კიროვი’’
დიცი - ,,სოციალიზმისკენ’’
ერგნეთი - ,,დიდი ლიახვი’’
არბო - ,,სინათლე’’
მერეთი - ,,წითელი მერეთი’’
კარბი - ,,ახალი შრომა’’
კოშკი - ,,VI ყრილობა’’
გუგუტიანთკარი - ,,პატიოს შრომა’’
ზემო ტყვიავი - ,,ახალი შუქი’’
ქვემო ტყვიავი - ,,წითელი სხივი’’
მარანა - ,,ბაქრაძის სახელობის’’
ქერე - ,,გზა სოციალიზმისკენ’’
ფლავი - ,,ჩვენი შრომა’’
კარალეთი - ,,ბერია’’
დიდი გარეჯვარი - ,,ახალი ცხოვრება’’
პატარა გარეჯვარი - ,,კომუნის გზა’’
ძევერა - ,,სტალინი’’
შერთული - ,,წითელი სხივი’’
ქიწნისი - ,,ახალი შრომა’’
ტინისხიდი - ,,განთიადი’’
ორთაშენი - ,,პირველი ნაბიჯი’’
თედოწმინდა - ,,ვოროშილოვი’’
დიდი გორიჯვარი - ,,25 ოქტომბერი’’
პატარა გორიჯვარი - ,,სტალინი’’
ქვახვრელი - ,,ორჯონიკიძე’’
უფლისციხე - ,,წითელი ჩირაღდანი’’
სკრა - ,,ინტერნაციონალი’’
ახალხიზა - ,,ჩოდრიშვილი’’
რიეთი - ,,ჩაქუჩ-ნამგალი’’
კოშკები - ,,მეორე ხუთწლედის III გადაწყვეტილება’’
გალისხევი - ,,წითელი სხივი’’
ხიდისთავი - ,,ახალი მეურნეობა’’
ოხერა - ,,ბერია’’
ბნავისი - გასაბჭოების მე-15 წლისთავი’’
ღვარები - ,,დემჩენკოს სახელობის’’
ოლოზი - ,,წითელი ოლოზი’’
პატარა ატენი - ,,წითელი მევენახე’’
გარდატენი - ,,დამკვრელი’’
ჯებირის უბანი - ,,სიმაგრე’’
ბობნევი - ,,კაფანფრიკის სახელობის’’

წყარო: https://www.qartli.ge/

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати