USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
POLITICO: პეტრერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა,
თარიღი:  1236

პეტრერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს, - წერს გამოცემა POLITICO.

„დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე, 16.4 მილიარდი ევრო განიბლოკა“, - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარასკევის შეხვედრის შემდეგ და შედეგს იმაზე უკეთესი უწოდა, ვიდრე მოელოდა.

თუმცა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უფრო ფრთხილი შეფასება გააკეთეს და პარასკევის შეთანხმებას უწოდეს პოლიტიკური შეთანხმება ზოგად მიმართულებაზე და არა ფულადი სახსრების გაცემის გადაწყვეტილება, რომლებიც მანამდე ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო იყო დაბლოკილი ყოფილი ლიდერის, ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში.

„ჩვენ არ შევთანხმებულვართ თანხების გაცემაზე“, - განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა. - „ჩვენ შევთანხმდით ვალდებულებების ნუსხაზე, რომელთა შესრულებაც 31 აგვისტომდე, საფუძველი გახდება ამ სახსრების გადახდისთვის“.

„ბოლო დღეებში მომლაპარაკებლებმა იმუშავეს კონკრეტულ რეფორმებსა და ინვესტიციებზე და, რაც მთავარია, შეაფასეს, რამდენად რეალისტური იყო მათი დასრულება 31 აგვისტომდე - ევროკავშირის მიერ დადგენილ ბოლო ვადამდე, როდესაც ქვეყანამ თანხის მისაღებად ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს“, - განაცხადა ევროკომისიის მეორე წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ ამ შეთანხმების მიღმა უკვე არსებობს „საკმაოდ დეტალური გეგმა“.

„არსებობს პოლიტიკური ურთიერთგაგება იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი“, - განაცხადა ევროკომისიის პირველმა მაღალჩინოსანმა.

თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა აისახოს უნგრეთის გეგმების ოფიციალურ გადახედვაში, რათა ქვეყანამ პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდებიდან დაფინანსება მიიღოს. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა გაიწეროს რეფორმები, ინვესტიციები და განხორციელების ვადები, რაც აუცილებელია ნებისმიერი სამომავლო გადახდისთვის.

„ძალიან მოკლე დროში უკვე უზარმაზარი სამუშაო შესრულდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა. - „ეს სამომავლო, მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად თავდაჯერებულობას გვმატებს“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის