USD 2.6487
EUR 3.0351
RUB 3.5959
თბილისი
BMG: Forbes-მა ივანიშვილის ქონების შეფასებას გადახედა და $2.7 მილიარდამდე შეამცირა
თარიღი:  944

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონებას

რაც იქამდე 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული 2.7 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული, რითიც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

თუმცა, უცვლელია ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 421-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ამ ორ მაჩვენებელს შორის 4.65 მილიარდ დოლარს შეადგენს.

BMG Forbess მიმართავს კითხვით თუ რამ განაპირობა მათ მიერ ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების განმავლობაში Forbes-ის ინდექსში:

წყაროbm.ge

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის