USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
BMG: ოქრო ახალი ფორმით – რა უნდა იცოდე Tether Gold-ის კრიპტოაქტივზე
თარიღი:  456

ბოლო პერიოდში ოქრო რეკორდულად არის გაძვირებული, რაც კრიზისული ვითარებით, გეოპოლიტიკური რისკებით და მის მიმართ ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. ზოგადად, საინვესტიციო სამყაროში ოქრო სტაბილურობასთან, მაღალ ღირებულებასთან და ზედროულობასთან ასოცირდება. მართალია, ოქროს ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ათასწლეულებია იყენებენ, თუმცა ციფრულ ეპოქაში ფიზიკური ოქროს ფლობა გარკვეულ უხერხულობასთან და პრაქტიკულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. აი, სწორედ ამ პრობლემების საპასუხოდ შეიქმნა Tether Gold (XAUT) – ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ძვირფასი ლითონის სიმყარესა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სისწრაფეს აერთიანებს.

რა არის Tether Gold (XAUT) და როგორ მუშაობს ის?

Tether Gold არის კრიპტოაქტივი, რომელიც სრულად არის გამყარებული ფიზიკური ოქროთი. ბაზარზე არსებული სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, XAUT-ის ღირებულება პირდაპირ არის მიბმული რეალურ, ფიზიკურ აქტივზე, კერძოდ:

  • 1 XAUT ტოკენი ზუსტად 1 ტროას უნცია (31.1 გრამი) ოქროს ტოლფასია.
  • ყოველი გაცემული ტოკენის უკან ფიზიკური ოქროს ზოდი ინახება, რომელიც შვეიცარიაში, მაღალი უსაფრთხოების საცავებშია დაცული.
  • ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ტოკენების შესაბამისი ოქროს ზოდების დეტალები გადაამოწმონ, მათ შორის სერიული ნომრები, ლოკაცია და წონა.


ვისთვის შეიქმნა XAUT?

Tether Gold-ის კონცეფცია რამდენიმე ტიპის აუდიტორიისთვისაა მიმზიდველი:

  • მათთვის, ვისაც სურს პორტფელის დივერსიფიკაცია და „ციფრული ოქროს“ ფლობა ბლოკჩეინზე, მუდმივი ხელმისაწვდომობით და 24/7-ზე ვაჭრობის შესაძლებლობით.
  • იმ ინვესტორებისთვის, ვისაც სურს ოქროში ინვესტირება, მაგრამ ანიჭებს უპირატესობას მყისიერ ლიკვიდურობას, რადგან ტოკენის გაყიდვა ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი, განსხვავებით ფიზიკური ოქროს ზოდისგან ან თუნდაც საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ETF-ისგან.


Tether Gold-ში ინვესტირების შესაძლებლობა Bitnet-ის პლატფორმაზე

ტექნოლოგიური ბარიერების მოხსნა Bitnet-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Tether Gold (XAUT) უკვე ინტეგრირებულია პლატფორმაზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს: მარტივად შეიძინონ ან გაყიდონ XAUT ქართული პლატფორმით; აკონტროლონ საკუთარი ოქროს მარაგი რეალურ დროში და ისარგებლონ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Tether Gold არის ერთგვარი ხიდი წარსულის ყველაზე სანდო აქტივსა და მომავლის ტექნოლოგიას შორის, ეს ინოვაციური აქტივი კი Bitnet-ის მეშვეობით ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გაითვალისწინეთ, ეს სტატია ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს და ის არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის