რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ამის შესაებ ირაკლი კობახიძემ დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ყველაფერს წააგებს - პლებისციტსაც, თვითმმართველობის არჩევნებსაც და რეფერენდუმსაც.
"მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც, თვითმმართველობის არჩევნებსაც, რეფერენდიუმსაც და ყველაფერს. მოცემულობა არის ის, რომ რეიგგარეშე არჩევნები არ იქნება“ - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.