ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 75.68% იყო.
ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა და მან ამომრჩევლის ხმების 56% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ადგურ არძინბაა 35.4 %-ით.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.