საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს $50 მილიონით, საიდანაც ფულადი გზავნილების ნაკადები 11%-ით გაიზარდა.
რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა $38 მილიონი დოლარით, ამასთან რუსეთიდან გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.
წყარო:https://bm.ge/
| # | ქვეყანა | გზავნილების ოდენობა - მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | აშშ | $58 | 16% |
| 2 | იტალია | $50 | 11% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $38 | 29% |
| 4 | გერმანია | $27 | 16% |
| 5 | საბერძნეთი | $25 | 15% |
| 6 | ისრაელი | $24 | 10% |
| 7 | თურქეთი | $9 | 10% |
| 8 | ესპანეთი | $8 | 39% |
| 9 | ყაზახეთი | $6 | -22% |
| 10 | ირლანდია | $6 | 4% |
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.