USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
"ნიუ იორკ თაიმსი"- ყოველ 100 ათას კაცზე გაანგარიშებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
Date:  765

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ე­დო­ნე­ბამ 67 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა და ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის გარ­დაც­ვლი­ლია 1,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

“ნიუ იორკ თა­იმ­სი“ აქ­ვეყ­ნებს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ველ 100 ათას კაც­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით, ყვე­ლა­ზე უფრო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია ჩა­მოთ­ვლი­ლი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ეყ­რდო­ბა ბოლო ერთი კვი­რის მო­ნა­ცე­მებს და ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 7 დე­კემ­ბერს.

 

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­ველ ად­გილ­ზე, სა­დაც ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 115,3 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­დის, მე­ო­რე ად­გილ­ზე სერ­ბე­თია - 100 000 ადა­მი­ან­ზე 103,2 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლით. შემ­დეგ პო­ზი­ცი­ას იკა­ვე­ბენ სან მა­რი­ნო, ლუქ­სემ­ბურ­გი, ხორ­ვა­ტია, მონ­ტე­ნეგ­რო, ბე­ლი­ზე, ლი­ე­ტუ­ვა, სლო­ვე­ნია.

სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლოდ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 301 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა. ცნო­ბის­თვის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 673 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში Covid-19-ის 169 649 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 1 576 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 141 392 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 26 655 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way