USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მკლავჭიდში ჩემპიონატი გაიმართა
თარიღი:  483
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მკლავჭიდში ჩემპიონატი გაიმართა
 სპორტულ შეჯიბრებაში 12-დან 18 წლამდე მოზარდები და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიოზიორები მონაწილეობდნენ.
12-დან 18 წლამდე მოზარდებმა შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზეს:
55 კგ
65 კგ
75 კგ
+ 75 კგ
18+ ასაკის ახალგაზრდებმა კი შემდეგ წონებში:
60 კგ 70 კგ 80 კგ 90 კგ +90 კგ
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების, იგივე კიკვიძის პარკში, დაჯილდოება გაიმართა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და პლანეტის პირველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ვაუჩერები გადასცეს.
პრიზები:
I ადგილი - 500 ლარი + თასი და მედალი
II ადგილი - 300 ლარი + მედალი
III ადგილი - 200 ლარი + მედალი
ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა. მას რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიების წამყვანი და თანაორგანიზატორი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ლუკა მგელაძე იყო.
შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები: ლუკა სიჭინავა, დუგლას დგებუაძე, დავით თენიეშვილი, ზაზა თაბაგარი, გიორგი ტორუა, ბაჩო დიღმელაშვილი, გიორგი ოზბეთელაშვილი, ანრი ბუკია და ფირუზ მარკოიძე.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის