USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნაძალადევის რაიონის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას განაგრძობს
თარიღი:  558

ნაძალადევის რაიონის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას განაგრძობს

 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და წყალსაწრეტი მილები კიდევ ექვს მისამართზე შეიცვალა.
სამუშაოები შემდეგ მისამართებზე ჩატარდა:
. ერწოს N4, ბრტყელი სახურავი 550 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება- 15 810 ლარი.
 . სანზონის N10, ბრტყელი სახურავი 360 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება- 10 012.
 . ხევისუბნის ქუჩა N12, ბრტყელი სახურავი 1250 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება-35 841 ლარი.
. გურამიშვილის N36, ბრტყელი სახურავი 750 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება-26 302 ლარი.
 • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მესამე კვარტალი, კორპ. N57ა - ბრტყელი სახურავი 550 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება 15 782 ლარი.
 • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მეორე კვარტალი, კორპ. N37 - ბრტყელი სახურავი 500 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება 15 780 ლარი.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის