USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
BMG: მსოფლიოს უდიდესი სტარტაპები - TOP-5
Date:  774

თუკი არსებობს სიტყვა, რომელიც სტარტაპს ყველაზე მეტად შეეფერება, ეს სიტყვა - ინოვაციაა, რადგან ინოვაციურობის, განსხვავებულობისა და რევოლუციურობის გარეშე, სტარტაპს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება. გასულ წელს, სტარტაპებმა გლობალურად $314 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს, რაც წლიურად გაზრდილი მაჩვენებელია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოს ყველაზე დიდი სტარტაპების ხუთეული ასე გამოიყურება:

1 — SpaceX

შეფასება: $350 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: კოსმოსი
დამფუძნებელი: ილონ მასკი

2 — ByteDance

შეფასება: $268 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: სოციალური მედია
დამფუძნებელი: ჭანგ იმინგი

3 — OpenAI

შეფასება: $157 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ხელოვნური ინტელექტი
დამფუძნებელი: სემ ოლტმენი

4 — Stripe

შეფასება: $91.5 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ონლაინგადახდები
დამფუძნებელი: პატრიკ და ჯიმ კოლისონები

5 — Anthropic

შეფასება: $61.5 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ხელოვნური ინტელექტი
დამფუძნებელი: დარიო ამოდეი

წყარო: bm.ge

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way